1. ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზები გამოიცემა ზპმს-ის მიერ 100-დან 600-ის ჩათვლით ფრენის ეშელონებისთვის.
2. პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე (SIGWX) შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ტროპიკული ციკლონი (როდესაც მოსალოდნელია, რომ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე 10 წუთში მიაღწევს აეროდრომზე 17 მ/წმ-ს (34კვანძი) ან მეტს).
შენიშვნა: ტროპიკული ციკლონის შესახებ ინფორმაცია ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებში შეიტანება ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტრიდან (TCAC) მიღებული საკონსულტაციო ინფორმაციის საფუძველზე.
ბ) ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობა (ღრუბლებში ან მოწმენდილ ცაზე);
გ) ზომიერი ან ძლიერი შემოყინულობა.
შენიშვნა: ინფორმაცია შემოყინულობის შესახებ ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებში შეიტანება, თუ ის ხელმისაწვდომია IWXXM ფორმით და არა BUFR ან PNG ფორმით.
დ) გარემომცველი ქვიშის ქარიშხალი/მტვრის ქარიშხალი;
ე) გროვა-საწვიმარი ღრუბლები ჭექა-ქუხილთან ერთად;
ვ) ტროპოპაუზის სიმაღლე ფრენის ეშელონის ერთეულებში;
ზ) ჭავლური დინებები;
თ) ინფორმაცია ვულკანის ამოფრქვევის ადგილმდებარეობის შესახებ, რის შედეგადაც წარმოიქმნა ფრენებისთვის მნიშვნელოვანი ვულკანური ფერფლის ღრუბელი. ეს ინფორმაცია მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ვულკანური ამოფრქვევის აღმნიშვნელ სიმბოლოს, ამოფრქვევის ადგილმდებარეობის მისათითებლად, ასევე, რუკაზე, ტექსტის ცალკე უჯრედში, ვულკანური ამოფრქვევის სიმბოლოს, ვულკანის დასახელებას (თუ ცნობილია) და ამოფრქვევის განედს/გრძედს. დამატებით, SIGWX რუკის ლეგენდაში მიეთითება: „CHECK SIGMET, ADVISORIES FOR TC AND VA, AND ASHTAM AND NOTAM FOR VA“;
ი) ინფორმაცია, ფრენებისთვის მნიშვნელოვანი, ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების გატყორცნის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების აღმნიშვნელ სიმბოლოს გატყორცნის ადგილმდებარეობის მისათითებლად, ასევე, რუკაზე, ტექსტის ცალკე უჯრედში, ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების სიმბოლოს, გატყორცნის ადგილმდებარეობის განედს/გრძედს და თუ ცნობილია, რადიოაქტიური წყაროს ობიექტის დასახელებას. დამატებით, SIGWX რუკის ლეგენდაში მიეთითება „CHECK SIGMET AND NOTAM FOR RDOACT CLD“. ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებში ჩასართავი ელემენტები ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებში:
ი.ა) შემოკლება „CB“ გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მიუთითებს გროვა-საწვიმარი ღრუბლის არსებობაზე ან მოსალოდნელ განვითარებაზე, რომლის სივრცული დაფარვა შეადგენს 50% ან მეტს;
ი.ბ) თუ შეტანილია აღნიშვნა „CB“, იგულისხმება გროვა-საწვიმარი ღრუბლის თანმხლები ყველა მოვლენა, ისეთი, როგორიცაა, ჭექა-ქუხილი, ზომიერი ან ძლიერი შემოყინულობა, ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობა და სეტყვა;
ი.გ) თუ ვულკანური ამოფრქვევა ან ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების გატყორცნა განაპირობებს SIGWX პროგნოზში შესაბამისი სიმბოლოს ჩართვას, იგი მიეთითება განურჩევლად იმისა, თუ რა სიმაღლეზეა გამოვლენილი ან მოსალოდნელი ფერფლის სვეტის ან რადიოაქტიური მასალის გავრცელება;
ი.დ) თუ ერთდროულად ხდება დაკვირვება ან ნაწილობრივ ერთმანეთს ემთხვევა ტროპიკული ციკლონის, ვულკანური ამოფრქვევის და ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების გატყორცნის ეპიზოდი, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ვულკანურ ამოფრქვევას, შემდგომ, ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების გატყორცნას და, შემდგომ, ტროპიკულ ციკლონს. უპირატესი მნიშვნელობის მოვლენის ადგილმდებარეობის აღნიშვნა ხდება რუკაზე შესაბამისი სიმბოლოს მითითებით, ხოლო სხვა მოვლენების ადგილმდებარეობის დაკავშირება შესაბამის სიმბოლოებთან ტექსტის ჩარჩოში, ხდება ისრის მეშვეობი