1. ზპმს-ის მიერ მომზადებული პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე SIGWX გამოიცემა დღეში 4-ჯერ მოქმედების დადგენილი პერიოდებისათვის 00.00, 06.00, 12.00 და 18.00 UTC00.00, 06.00, 12.00 და 18.00 UTC. ყოველი პროგნოზის გადაცემა სრულდება, როგორც კი ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში 9 საათით ადრე მოქმედების დადგენილ პერიოდამდე.

2. პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე გამოიცემა ორმაგ კოდურ ფორმაში BURF კოდების გამოყენებით დაწესებული მმო-ს მიერ.

შენიშვნა: კოდური ფორმა BURF მოცემულია №306 მმო-ს გამოცემაში “სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I, მე-2 ნაწილი “ორმაგი კოდები“.

3. პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე (SIGWX) შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ტროპიკული ციკლონი (როდესაც მოსალოდნელია, რომ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე 10 წუთში მიაღწევს აეროდრომზე 17 მ/წმ-ს(34კვანძი) ან მეტს);

ბ) ძლიერი ქარტეხილის ხაზი;

გ) ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობა (ღრუბლებში ან მოწმენდილ ცაზე);

დ) ზომიერი ან ძლიერი შემოყინულობა;

ე) ქვიშიანი ქარიშხალი/ მტვრიანი ქარიშხალი;

ვ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები ჭექა-ქუხილთან ერთად;

ზ) ტროპოპაუზის სიმაღლე ფრენის ეშელონის ერთეულებში;

თ) ჭავლური დინებები;

ი) ინფორმაცია ვულკანის ამოფრქვევის ადგილთან დაკავშირებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ვულკანური ფერფლის ღრუბელი;

კ) ინფორმაცია ატმოსფეროში შემთხვევით გატყორცნილი რადიოაქტიური ნივთიერებების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი ინფორმაცია ვრცელდება ფრენის შემდეგი ეშელონებისთვის:

ა) ფრენის 250 და 630 ეშელონებს შორის და

ბ) ფრენის 100 და 250 ეშელონებს შორის შეზღუდული გეოგრაფიული რაიონებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით. თუ ადგილის რელიეფის საშუალო შემაღლებას შეუძლია მნიშვნელოვანი ტოპოგრაფიული ზემოქმედების მოხდენა ფრენის ეშელონ 100-ის გამოყენებაზე, ბაზისის რუკის მაგივრად გათვალისწინებული უნდა იყოს უფრო მაღალი ეშელონი ზპმს-სთან შესაბამისი რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმები