1. ზპმს-ის მიერ მომზადებული პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე SIGWX, გამოიცემა დღეში 4-ჯერ და მოქმედებს ამ წესის №5 დანართის A5-5 ცხრილით განსაზღვრული დროის მონაკვეთების განმავლობაში. ყოველი პროგნოზი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 საათისა დაკვირვების სტანდარტული დროიდან.
2. ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზები გავრცელდება ზპმს-ის მიერ, IWXXM ფორმით, ამ წესის №5 დანართის A5-5 ცხრილის შესაბამისად.
შენიშვნა: IWXXM მოდელის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია მმო-ს №306 ოფიციალური გამოცემის „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ I.3, ტომის D ნაწილში. IWXXM მოდელის დანერგვის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ICAO-ს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის მოდელის სახელმძღვანელო“ (IWXXM) (Doc 10003