1. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი ფრენების განსახორციელებლად დადგენილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ადგენს და იღებს პროგნოზებს ან სხვა შესაბამის ინფორმაციას იმ ფრენების განსახორციელებლად, რომლებსაც იგი უზრუნველყოფს. პროგნოზების შედგენაზე მისი პასუხისმგებლობის ხარისხი დამოკიდებულია კონკრეტული რაიონის მარშრუტებზე და აეროდრომებზე პროგნოზული მასალების არსებობასა და გამოყენებაზე;

ბ) ადგენს და/ან იღებს ადგილობრივი მეტეოროლოგიური პირობების პროგნოზებს;

გ) აწარმოებს მუდმივ დაკვირვებას მეტეოროლოგიურ პირობებზე იმ აეროდრომის რაიონში, რომლისთვისაც ადგენს პროგნოზს;

დ) ატარებს ბრიფინგს, კონსულტაციას და მეტეოროლოგიურ საფრენოსნო დოკუმენტაციას წარუდგენს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს და/ან ფრენების უსაფრთხო შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა პერსონალს;

ე) საავიაციო მომხმარებლებს აწვდის სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;

ვ) ასახავს ხელმისაწვდომ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას;

ზ) ცვლის მეტეოროლოგიურ ინფორმაციას სხვა აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებთან; და

თ) მასთან დაკავშირებულ საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს (დაინტერესებულ მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურს შორის შეთანხმების საფუძველზე) ამარაგებს მიღებული ინფორმაციით ამოფრქვევის წინა ვულკანურ მოქმედებაზე, ვულკანურ ამოფრქვევაზე ან ვულკანური ფერფლის ღრუბლებზე.

2. აეროდრომისათვის, რომელსაც არ გააჩნია მეტეოროლოგიური ორგანო, სააგენტო:

ა) სერტიფიცირების გზით უფლებამოსილებას ანიჭებს საჭიროების მიხედვით ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ორგანოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენისათვის;

ბ) განსაზღვრავს შესაბამისი აეროდრომების ასეთი ინფორმაციით მომარაგების წესებს.

3. აეროდრომები, რომელთათვისაც აუცილებელია დაფრენის პროგნოზის მიწოდება, განისაზღვრება რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზ