1. საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის შესახებ გამოიცემა ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრების მიერ.
2. სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორიის მიერ, ინფორმაცია ვულკანური მოქმედების ან/და ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის შესახებ, შეიძლება გამოიცეს ავიაციისთვის ვულკანოლოგიური ობსერვატორიის შეტყობინების სახით.
3. საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის შესახებ, გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-2 ცხრილის შესაბამისად. თუ იკაოს-ს მიერ აღიარებული შემოკლებები არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება ინგლისური ენით შედგენილი მოკლე ტექსტი იმ ელემენტების აღსაწერად, რომლის ტექსტით შედგენის საშუალებასაც იძლევა საკონსულტაციო ინფორმაციის შეტყობინების ნიმუში.
4. საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის შესახებ, გარდა ღია ტექსტისა, ასევე ვრცელდება IWXXM ფორმით.
5. ამ წესის №7 დანართის A7-2 ცხრილში მოცემული, გრაფიკულ ფორმატში მომზადებული საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის შესახებ უნდა შეესაბამებოდეს PNG ფორმატს.
შენიშვნა: სახელმწიფო ვულკანოლოგიურმა ობსერვატორიებმა, VONA შეტყობინების IWXXM ფორმით გავრცელების მიზნით, შეიძლება მიმართონ VAAC-ებს ან მეტეოროლოგიურ სამსახურებს.
6. VONA შეტყობინებაში გამოიყენება მხოლოდ შემდეგი საავიაციო ფერთა კოდები:
ა) მწვანე (GREEN) – ვულკანი სტაბილურია, არ ავლენს ამოფრქვევის ნიშნებს, ან ვულკანური მოქმედება შეწყვეტილია და ვულკანი დაუბრუნდა სტაბილურ მდგომარეობას;
ბ) ყვითელი (YELLOW) – ვულკანი ავლენს მომატებული მოქმედების ნიშნებს, რომლებიც აჭარბებს აქამდე ცნობილ დონეს ან ვულკანური მოქმედება მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა მასზე დაკვირვება გრძელდება შესაძლო ხელახალი გაძლიერების გამოსავლენად;
გ) ნარინჯისფერი (ORANGE) – ვულკანი ავლენს მკვეთრად მომატებული მოქმედების ნიშნებს, რაც მიუთითებს ამოფრქვევის მომატებულ ალბათობაზე ან ვულკანური ამოფრქვევა მიმდინარეობს, მაგრამ ვულკანური ფერფლი არ გამოიყოფა ან გამოიყოფა მცირე ოდენობით;
დ) წითელი (RED) – მოლოდინია, რომ ვულკანური ამოფრქვევა გარდაუვალია, რასაც მოჰყვება ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის მნიშვნელოვანი გაფრქვევა, ან ვულკანური ამოფრქვევა მიმდინარეობს და ხდება ვულკანური ფერფლის მნიშვნელოვანი გაფრქვევა;
ე) დაუდგენელი (UNASSIGNED) – ვულკანური მოქმედების შეფასებისთვის საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.
შენიშვნა: საავიაციო ფერთა კოდები გამოიყენება მხოლოდ მიმდინარე ვულკანური მოქმედებისთვის და არა ატმოსფეროში ხელახლა მოხვედრილი ვულკანური ფერფლისთვის.
7. „შეტყობინება VONA“ ახლდება:
ა) საავიაციო ფერთა კოდის ცვლილებისას;
ბ) ყოველ 24 საათში ერთხელ, თუ მინიჭებული კოდი „წითელი“ უცვლელია;
გ) სულ მცირე, შვიდ დღეში ერთხელ, თუ მინიჭებული კოდი „ნარინჯისფერი“ უცვლელია;
დ) სულ მცირე, თვეში ორჯერ, თუ მინიჭებული კოდი „ყვითელი“ უცვლელია;
შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია VONA შეტყობინების შესახებ მოცემულია საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახურის (IAVW) ცნობარში (Doc 9766