1. ფაქტები ვულკანური მოქმედების გამოვლენის შესახებ, რომლებიც წინ უსწრებენ ამოფრქვევას, აგრეთვე ვულკანურ ამოფრქვევებზე და ვულკანური ფერფლის ღრუბლის გამოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს, სააერონავიგაციის ინფორმაციის სამსახურის ორგანოსა და მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს. შეტყობინება დგება ცნობის სახით ვულკანურ მოქმედებაზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას ქვემოჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით
ა) შეტყობინების ტიპი: ცნობა ვულკანური მოქმედების შესახებ (VOLCANIC ACTIVITY REPORT);
ბ) სადგურის ნიშანი, ადგილმდებარეობის ინდექსი ან სადგურის დასახელება;
გ) თარიღი/შეტყობინების დრო;
დ) ვულკანის ადგილმდებარეობა და მისი სახელწოდება, თუ ცნობილია; და
ე) მოვლენის მოკლე აღწერა, რომელშიც ჩართულია, შესაბამის შემთხვევებში, ვულკანური მოქმედების ინტენსივობის დონე, ამოფრქვევის ფაქტი, თარიღი და დრო, აგრეთვე ვულკანური ფერფლის ყოფნა მოცემულ რაიონში, ინფორმაცია ვულკანური ღრუბლის მოძრაობისა და მისი სიმაღლის შესახებ.
შენიშვნა. აღნიშნულ კონტექსტში ვულკანური მოქმედება, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, ნიშნავს განსაკუთრებულ და/ან გააქტიურებულ ვულკანურ მოქმედებას, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს ვულკანის ამოფრქვევას.
თავი V
დაკვირვებები და შეტყობინებები საჰაერო ხომალიებიია
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 21. დაკვირვებები ვულკანურ მოქმედებებზე და შეტყობინებები
თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 43. დაკვირვებები ვულკანურ მოქმედებაზე და შეტყობინებები
- მუხლი 27. დაკვირვებები ვულკანურ მოქმედებებზე და შეტყობინებები
- მუხლი 20. დაკვირვებები და შეტყობინებები ვულკანური მოქმედების შესახებ
- მუხლი 142. ინფორმაცია ვულკანური მოქმედების შესახებ
- მუხლი 18. სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორიები
- მუხლი 57. მნიშვნელოვანი მოთხოვნები ქარის წანაცვლების და ვულკანური ფერფლის ღრუბლის შესახებ შეტყობინების გადაცემისას
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. დაკვირვებები მიმდინარე ამინდის მოვლენებზე და შეტყობინებები
- მუხლი 16. დაკვირვებები ღრუბლებზე და შეტყობინებები
- მუხლი 17. დაკვირვებები ჰაერის ტემპერატურაზე, ნამის წერტილის ტემპერატურაზე და შეტყობინებები
- მუხლი 18. დაკვირვებები წნევის სიდიდეებზე და შეტყობინებები
- მუხლი 19. დაკვირვებები სხვა მოვლენებზე და შეტყობინებები
- მუხლი 20. შეტყობინებების შინაარსი
- მუხლი 23. დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან და მათი გადაცემა
- მუხლი 24. საჰაერო ხომალდებიდან შეტყობინებების შინაარსი
- მუხლი 25. პროგნოზების ინტერპრეტაცია და გამოყენება
- მუხლი 26. აეროდრომის პროგნოზები
- მუხლი 27. პროგნოზები დაფრენისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-21/