1. აეროდრომზე და/ან მის შემოგარენში უნდა ჩატარდეს დაკვირვებები მიმდინარე ამინდზე. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებები გამოიყენება ასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, ინფორმაცია მიმდინარე ამინდზე რეპრეზენტატული უნდა იყოს აფრენისა და სიმაღლის აკრეფის ზონისათვის; იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებები გამოიყენება დასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, ინფორმაცია მიმდინარე ამინდზე რეპრეზენტატული უნდა იყოს დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენის ზონისათვის. მიმდინარე ამინდის შესახებ დაკვირვებების მონაცემები, რომლებიც განკუთვნილია გამოსაყენებლად შეტყობინებებში კოდური ფორმით METAR/SPECI, რეპრეზენტატული უნდა იყოს აეროდრომისა და მისი უახლოესი შემოგარენისათვის.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც დაკვირვებები ხორციელდება ავტომატური დანადგარის გამოყენებით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამის დისპლეებში ხელით შეყვანის შესაძლებლობა ამინდის ისეთი ელემენტებისა, რომლებზეც დაკვირვებების ჯეროვნად ჩატარების უზრუნველყოფა შეუძლებელია ამ დანადგარით.
3. შეტყობინებებში მითითებული უნდა იქნეს მიმდინარე ამინდის მოვლენის ტიპი და მახასიათებლები, აგრეთვე მიეცეს შეფასება მოვლენის ინტენსივობას ან მის სიახლოვეს აეროდრომთან.
4. ქვემოთ მოცემულია მიმდინარე ამინდის მოვლენების ტიპები, რომლებიც ჩართული უნდა იქნეს შეტყობინებებში, ამ მოვლენების შემოკლებული აღნიშვნები და შესაბამისი კრიტერიუმები ავიაციისათვის მნიშვნელოვანი მოვლენების გადაცემისათვის:
ა) ნალექები
ა. ა) თქორი DZ
ა. ბ) წვიმა RA
ა. გ) თოვლი SN
ა. დ) თოვლის მარცვლები SG
ა. ე) ყინულის წვიმა PL
ა. ვ) ყინულის კრისტალები (ჰაერში მყოფი
ა. ზ) ძალიან წვრილი ყინულის კრისტალები, IC ეგრეთ წოდებული ალმასის მტვერი) გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მოვლენასთან დაკავშირებული ხილვადობა შეადგენს 5000 მ-ს ან ნაკლებს.
ა.თ) სეტყვა GR
გადაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მსხვილი მარცვლის დიამეტრი 5 მმს ან მეტს შეადგენს.
ა.ი) ყინულის და/ან თოვლის მარცვლები
- გადაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მსხვილი მარცვლების დიამეტრი 5 მმ-ზე ნაკლებს შეადგენს.
ბ) დაბინდების სახეობები (ჰიდრომეტეორები)
ბ.ა) ნისლი FG
- გადაიცემა 1000 მ-ზე ნაკლები ხილვადობის დროს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც თან ახლავს შემოკლება «MI», «BC», «PR» ან «VC»
ბ.ბ) ჯანღი BR
გადაიცემა არანაკლები 1000 მ-ის ხილვადობის დროს, მაგრამ არა უმეტეს 5000 მ-სა.
გ) დაბინდების სახეობები (ლიტომეტეორები)
ქვემოაღნიშნული შემოკლებები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ დაბინდება ძირითადად დაკავშირებულია ლიტომეტეორების არსებობასთან და ხილვადობა შეადგენს 5000 მ-ს ან ნაკლებს, გარდა «SA», როდესაც გამოიყენება «(IV თავის მე-15 მუხლის, მეხუთე პუნქტის), და ვულკანური ფერფლისა.
გ.ა) ქვიშა SA
გ.ბ) მტვერი (გარემომცველი) DU
გ.გ) ბური HZ
გ.დ) ბოლი FU
გ.ე) ვულკანური ფერფლი VA
დ) სხვა მოვლენები
დ.ა) მტვრის/ქვიშის კორიანტელი (მტვრიანი კორიანტელი) PO
დ.ბ) ქარტეხილი SQ
დ.გ) ძაბრისმაგვარი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა) FC
დ.დ) მტვრიანი ქარიშხალი DS
დ.ე) ქვიშიანი ქარიშხალი SS.
5. ქვემოთ მოცემულია მახასიათებლები მიმდინარე ამინდის მოვლენებისა, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაიცეს, აგრეთვე ამ მოვლენების შემოკლებული აღნიშვნები:
ა) ჭექა-ქუხილი TS
გამოიყენება ჭექა-ქუხილის გადაცემისათვის სხვა მოვლენებთან ერთად: წვიმასთან «თSღA», თოვლთან «TSSN», ყინულის წვიმასთან «TSPL», სეტყვასთან «TSGR», ყინულის და/ან თოვლის მარცვლებთან «TSGS» ან ამ ელემენტების ერთობლიობასთან, მაგალითად, «TSRASN». იმ შემთხვევაში, თუ 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებს დიკვირვების ვადას, ისმის ქუხილი, მაგრამ ნალექები აეროდრომზე არ დაიკვირვება, შემოკლება «TS» უნდა იქნეს გამოყენებული დამატებითი აღნიშვნების გარეშე.
ბ) თქეში (თავსხმა) SH
-გამოიყენება გადაცემისათვის: თავსხმა წვიმის SHRA, თოვლის SHSN, ყინულის წვიმის «SHPL», სეტყვის «SHGR», ყინულის და/ან თოვლის მარცვლების «SHGS» ან ამ ელემენტების ერთობლიობის შემთხვევაში, მაგალითად, SHRASN. თქეშის გადაცემის შესახებ, რომელიც დაიკვირვება აეროდრომის ახლოს (იხ. IV თავის მე-15 მუხლის მეექვსე პუნქტი.), გამოყენებული უნდა იქნეს «VC SH» ნალექების ტიპის ან ინტენსივობის აღნიშვნის გარეშე.
გ) ყინულოვანი (გადაციებული წყლის წვეთები ან ნალექები;გამოიყენება მხოლოდ შემოკლებებთან FG, DZ , FZ)
დ) მიწისპირა ქარბუქი BL
გამოიყენება, რომ გადაიცეს DU, SA ან SN (ქარბუქის ჩათვლით), რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მ-ზე (6 ფუტი) ან მეტ სიმაღლეზე; თოვლის შემთხვევაში გამოიყენება აგრეთვე შეტყობინებისათვის თოვლის შესახებ, რომელიც მოდის ღრუბლებიდან და შერეულია თოვლში, რომელიც ქარის მიერ ატანილია მიწის ზედაპირიდან.
ე) მიწისპირა ქარახვეტი (გამოიყენება გადაცემისათვის DU, SA ან SN-ის შესახებ, რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწის ზედაპირიდან 2 მ-ის (6 ფუტი) ნაკლებ სიმაღლეზე) DR.
ვ) დაბალი (მიწისპირიდან 2 მ-ზე (6 ფუტი) დაბლა) კვლები, ნაფლეთები, ნაგლეჯები ნისლისა, რომლებიც ფარავენ აეროდრომის ცალკეულ ადგილებს ML, BC.
ზ) ნაწილობრივი (აეროდრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ნისლით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ნისლი არ არის) PR.
6. მიმდინარე ამინდის მოვლენების შესაბამისი ინტენსივობა ან, აუცილებლობის შემთხვევაში, აეროდრომთან სიახლოვე მითითებული უნდა იქნეს შემდეგნაირად:
(ღია ტექსტი შემოკლებით) (METAR)
ა) სუსტი FBL -
ბ) ზომიერი MOD (ნიშნის გარეშე)
გ) ძლიერი HVY +
- გამოიყენება მხოლოდ შემდეგ მოვლენებთან შემთხვევაში. (ნალექების ინტენსივობა მიეთითება IV თავის მე-15 მუხლის მეშვიდე პუნქტის შესაბამისად); BLDU, ად: ნალექები, SH და TS BLSA, BLSN, DS, SS და PO, FC (ამ შემთხვევებში შემოკლება HVY აღნიშნავს მკვეთრად გამოხატულს).
შემოგარენი VC
- არა აეროდრომზე, მაგრამ არა უფრო შორს, ვიდრე დაახლოებით 8 კმ აეროდრომის პერიმეტრიდან; გამოიყენება მხოლოდ შემდეგ მოვლენებთან: DS, SS, FG, Fჩ, SH, PO, BLDU, BLSA, BLDN, აგრეთვე TS, თუკი არ გადაიცემა IV თავის მე-15 მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად.
7. ადგილობრივ რეგულარულ და საგანგებო შეტყობინებებში გამოყენებულ უნდა იქნეს, აუცილებლობის მიხედვით, ერთი ან რამდენიმე, მაგრამ მაქსიმუმი სამი შემოკლებული აღნიშვნა მიმდინარე ამინდის მოვლენებისა იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია IV თავის მე-15 მუხლის მეოთხე და მეხუთე პუნქტების, შესაბამის შემთხვევებში ინტენსივობისა და მახასიათებლების ან მოვლენის აეროდრომთან სიახლოვის მითითებით იმისათვის, რომ მოხდეს სრული აღწერა მიმდინარე ამინდისა აეროდრომზე ან მის შემოგარენში, რაც ზეგავლენას ახდენს ფრენების წარმოებაზე. ამ ინფორმაციის გადაცემის დროს პირველ ყოვლისა შესაბამის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ინტენსივობა ან მოვლენის აეროდრომთან სიახლოვე, რის შემდეგ მიეთითება ამინდის მოვლენის მახასიათებლები და ტიპი შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ დაიკვირვება ამინდის მოვლენის ორი სხვადასხვა ტიპი, ეს მოვლენები უნდა გადაიცეს ორი განცალკევებული ჯგუფით, რომლებშიც ინტენსივობის ინდექსი ან აეროდრომიდან სიახლოვე ეხება ამინდის მოვლენას, რომელიც მითითებულია მოცემული ინდექსის შემდეგ. მაგრამ, ნალექების სხვადასხვა ტიპები, რომლებსაც ადგილი აქვს დაკვირვების დროს, გადაცემული უნდა იქნეს ერთი ჯგუფით, ამასთან, პირველად მიეთითება ნალექების ტიპი, რომელიც ჭარბობს, მას კი წინ უსწრებს მხოლოდ ინტენსივობით ინდექსი, რომელიც აღნიშნავს ნალექების ჯამურ ინტენსივობას
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 15. დაკვირვებები მიმდინარე ამინდის მოვლენებზე და შეტყობინებები
თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. რეგულარული დაკვირვებები და შეტყობინებები
- მუხლი 10. საგანგებო დაკვირვებები და საგანგებო შეტყობინებები
- მუხლი 11. შეთანხმება აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს შორის დაკვირვებების ჩატარებისა და შეტყობინების შედგენის მოთხოვნების შესახებ
- მუხლი 12. დაკვირვებები მიწისპირა ქარზე და შეტყობინებებში მონაცემების გადაცემა
- მუხლი 13. დაკვირვებები ხილვადობაზე და შეტყობინებები
- მუხლი 14. ადზ-ზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვება და შეტყობინებები
- მუხლი 16. დაკვირვებები ღრუბლებზე და შეტყობინებები
- მუხლი 17. დაკვირვებები ჰაერის ტემპერატურაზე, ნამის წერტილის ტემპერატურაზე და შეტყობინებები
- მუხლი 18. დაკვირვებები წნევის სიდიდეებზე და შეტყობინებები
- მუხლი 19. დაკვირვებები სხვა მოვლენებზე და შეტყობინებები
- მუხლი 20. შეტყობინებების შინაარსი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-15/