1. ღრუბლების საერთო განაწილების აღწერისათვის, აუცილებლობის მიხედვით საჭიროა წარმოებდეს დაკვირვებები ღრუბლების რაოდენობაზე, ფორმაზე და ქვედა საზღვრის სიმაღლეზე.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის გასაზომ გამოიყენება შესაბამისი სიმაღლის საზომები, რომლებიც შედიან დაკვირვების ავტომატურ დანადგარების შემადგენლობაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელით შეყვანის შესაძლებლობა მონაცემებისა ღრუბელთა რაოდენობის, შესაბამის შემთხვევებში, ღრუბელთა ტიპის (ტიპების) შესახებ იმ ფენებისა და მასივების სიმაღლეებთან ერთად, რომლებიც ღრუბლების სიმაღლის საზმებით უშუალოდ ვერ იზომებიან.
3. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებებში გამოსაყენებლად, რეპრეზენტატული უნდა იყოს და საფრენად შემოსვლის ზონისათვის, ხოლო აეროდრომებისათვის, რომლებიც აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, ხელსაწყოებით დასაფრენად შემოსვლის ისტემის საშუალო მარკერის ზონისათვის. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც გამოიყენება შეტყობინებების შესადგენათ კოდური ფორმით METAR/SPECI, რეპრეზენტატული უნდა იყოს აეროდრომისათვის და მისი უახლოესი შემოგარენისათვის.
4. ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე, როგორც წესი, მითითებული უნდა იქნეს აეროდრომის შემაღლების მიმართ. დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის აღჭურვილი ადზ-ის გამოყენების დროს, რომლის ზღურბლის შემაღლება 15 მ-ით (50 ფუტი) ან მეტით დაბალია აეროდრომის შემაღლებაზე, საჭიროა შემუშავებული იქნეს ლოკალური შეთანხმება იმისათვის, რომ მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის ღრუბელთა სიმაღლე მიეთითოს ადზ-ის ზღურბლის შემაღლების მიმართ. შეტყობინებების გამოშვების შემთხვევაში ნაგებობებიდან, რომლებიც განლაგებული არიან ღია ზღვაში, ღრუბელთა ქვედა საზღვრის სიმამაღლე უნდა მიეთითოს ზღვის საშუალო დონიდან.
5. ადგილობრივ რეგულარულ და საგანგებო შეტყობინებებში ელემენტის დასახელება და ღრუბლების რაოდენობა მითითებული უნდა იქნეს შემოკლებების გამოყენებით «FEW» (1-2 ოქტანტი), «SCT» (3-4 ოქტანტი), «BKN» (5-7 ოქტანტი) ან «OVC» (8 ოქტანტი). თუ ღრუბლები არ არის და ვერტიკალური ხილვადობა შეუზღუდავია, ხოლო შემოკლება «CAVOK» ამინდის პირობების აღწერისათვის არ გამოდგება, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს შემოკლება «SKC». თუ 1500 მ-ზე (5000 ფუტი) დაბლა ან სექტორში აბსოლუტურ მინიმალურ სიმაღლეზე დაბლა, იმის მიხედვით, თუ რომელია მათგან მეტი, არ არის ღრუბლები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ ექსპლუატანტებისათვის, აგრეთვე არ არის გროვა-საწვიმარი ღრუბლები და ვერტიკალური ხილვადობა შეუზღუდავია, ხოლო შემოკლებები «CAVOK» და «SKC» ამინდის პირობების აღწერისათვის არ გამოდგებიან, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნეს შემოკლება «NSC». ინფორმაცია ღრუბლების არსებობის შესახებ და მონაცემები ვერტიკალურ ხილვადობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ფორმით, რომელიც გათვალისწინებულია დამატება 2-ში (ცხრილი A2-5) ნიმუშით. იმ შემთხვევებში, როდესაც დაიკვირვება ღრუბლების რამდენიმე ფენა ან ღრუბლები ცალკეული მასივების სახით, ღრუბლების რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლე მითითებული უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ყველაზე დაბალი ფენა ან მასივი, რაოდენობის მიუხედავად, მიეთითება, შესაბამისად, FEW, SCT, BKN ან OVC;
ბ) შემდეგი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 2/8-ზე მეტს, მიეთითება, შესაბამისად, SCT, BKN ან OVC;
გ) შემდეგი უფრო მაღალი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 4/8 -ზე მეტს, მიეთითება როგორც BKN ან OVC; და
დ) გროვა – საწვიმარი (CB) და/ან კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლები (TCU), როდესაც ისინი დაიკვირვებიან, მაგრამ ასახული არ არიან ინფორმაციაში, რომელიც გათვალისწინებულია ა) გ) ქვეპუნქტებში.
ღრუბლების ფორმა მითითებული უნდა იქნეს მხოლოდ გროვა-საწვიმარი ღრუბლებისათვის და კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლებისათვის, როდესაც ისინი დაიკვირვებიან აეროდრომზე ან მის შემოგარენში. ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე მითითებული უნდა იქნეს 30 მ-ის (100 ფუტი) ჯერად სიდიდეებში 3000 მ-ის (10000 ფუტი) სიმაღლემდე გამოყენებულ ერთეულებთან ერთად და 300 მ-ის (1000 ფუტი) ჯერად სიდიდეებში 3000 მ-ზე (10000 ფუტი) მაღლა. როდესაც ღრუბელთა ქვედა საზღვარი მკვეთრად არ არის გამოხატული ან სწრაფად იცვლება, ღრუბლების ან მისი ნაწილების ქვედა საზღვრის მინიმალური სიმაღლის მითითების შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი შემოკლებები. იმ შემთხვევებში, როდესაც ღრუბელთა ცალკეული ფენა (მასივი) შედგება გროვა-საწვიმარი და კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლებისაგან საერთო ქვედა საზღვრით, შეტყობინებაში ღრუბლების ფორმა მითითებული უნდა იქნეს მხოლოდ გროვა-საწვიმარი. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება რამდენიმე ადზ და ღრუბლების ქვედა საზღვარზე დაკვირვებები ამ ადზ-ებზე წარმოებს ხელსაწყოების საშუალებით, აუცილებლობის შემთხვევაში ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე უნდა მიეთითოს თითოეული ადზ-თვის.
შენიშვნა: კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლები გამოიყენება მძლავრი გროვა ღრუბლების აღსანიშნავად, რომლებსაც დიდი ვერტიკალური განვითარება აქვთ
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 16. დაკვირვებები ღრუბლებზე და შეტყობინებები
თავი IV — მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. საგანგებო დაკვირვებები და საგანგებო შეტყობინებები
- მუხლი 11. შეთანხმება აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს შორის დაკვირვებების ჩატარებისა და შეტყობინების შედგენის მოთხოვნების შესახებ
- მუხლი 12. დაკვირვებები მიწისპირა ქარზე და შეტყობინებებში მონაცემების გადაცემა
- მუხლი 13. დაკვირვებები ხილვადობაზე და შეტყობინებები
- მუხლი 14. ადზ-ზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვება და შეტყობინებები
- მუხლი 15. დაკვირვებები მიმდინარე ამინდის მოვლენებზე და შეტყობინებები
- მუხლი 17. დაკვირვებები ჰაერის ტემპერატურაზე, ნამის წერტილის ტემპერატურაზე და შეტყობინებები
- მუხლი 18. დაკვირვებები წნევის სიდიდეებზე და შეტყობინებები
- მუხლი 19. დაკვირვებები სხვა მოვლენებზე და შეტყობინებები
- მუხლი 20. შეტყობინებების შინაარსი
- მუხლი 21. დაკვირვებები ვულკანურ მოქმედებებზე და შეტყობინებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-16/