1. მეტეოროლოგიური ელემენტების სივრცესა და დროში ცვალებადობის, აგრეთვე, ამინდის ზოგიერთი ელემენტის პროგნოზისა და განსაზღვრის არასრულყოფილი მეთოდების გამო, მომხმარებელი პროგნოზში მითითებული ამინდის ნებისმიერი ელემენტის კონკრეტულ მნიშვნელობას განიხილავს, როგორც ყველაზე ალბათურ სიდიდეს, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ ელემენტმა პროგნოზის მოქმედების ვადაში. ზუსტად ასევე, როცა პროგნოზში მითითებულია რომელიმე მოვლენის წარმოქმნის ან ამინდის ელემენტის ცვლილების დრო, იგი განხილული უნდა იქნეს, როგორც ყველაზე ალბათური დრო.
2. მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ ახალი პროგნოზის გამოშვება, მაგალითად, აეროდრომის რეგულარული პროგნოზისა, ნიშნავს იმას, რომ ადრე გამოშვებული ტიპური პროგნოზები იმავე პერიოდისათვის (ან მისი ნაწილისათვის) ავტომატურად უქმდება