1. პროგნოზს აფრენისათვის ადგენს ლიცენზირებული აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო
2. პროგნოზის ფორმატი უნდა განისაზღვროს შეთანხმების საფუძველზე სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის. ელემენტების თანმიმდევრობა, ტერმინოლოგია, ერთეულები და შკალები, რომლებიც გამოიყენება პროგნოზებში აფრენისათვის, უნდა იყოს ანალოგიური შეტყობინებების შესაბამისი კომპონენტებისა მოცემულ აეროდრომზე.
3. პროგნოზი აფრენისათვის ექსპლუატანტსა და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს უნდა მიეწოდოს მოთხოვნის მიხედვით 3 საათის განმავლობაში აფრენის მოსალოდნელ დრომდე.
4. პროგნოზი აფრენისათვის უნდა მიეკუთვნებოდეს დროის გარკვეულ პერიოდს და შეიცავდეს ინფორმაციას მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ადზ-ის კომპლექტის რაიონში, კერძოდ: მიწისპირა ქარის მიმართულებისა და სიჩქარის და მათი ცვლილების შესახებ, აგრეთვე ტემპერატურის, წნევის (QNH) და ნებისმიერი სხვა ელემენტის შესახებ, რომელთა მიმართაც მიღებულია ლოკალური შეთანხმება.
5. მეტეოროლოგიურმა ორგანოებმა, რომლებიც ადგენენ პროგნოზებს აფრენისათვის, უნდა განახორციელონ მუდმივი კონტროლი პროგნოზებსა და აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად გამოუშვან მათი კორექტივები.
თავი VII
ინფორმაცია SIGMET, AIRMET. გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახე
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 29. პროგნოზები აფრენისათვის
თავი VI — პროგნოზები
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 საათის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან და მათი გადაცემა
- მუხლი 24. საჰაერო ხომალდებიდან შეტყობინებების შინაარსი
- მუხლი 25. პროგნოზების ინტერპრეტაცია და გამოყენება
- მუხლი 26. აეროდრომის პროგნოზები
- მუხლი 27. პროგნოზები დაფრენისათვის
- მუხლი 28. პროგნოზები მარშრუტზე
- მუხლი 30. ინფორმაცია SIGMET
- მუხლი 31. SIGMET-ის შეტყობინების ფორმატი
- მუხლი 32. ინფორმაცია AIRMET
- მუხლი 33. AIRMET-ის შეტყობინების ფორმატი
- მუხლი 34. გაფრთხილებები აეროდრომზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-29/