1. შეტყობინება AIRMET-ის შედგენა ხდება ღია ტექსტით შემოკლებებით, რისთვისაც გამოიყენება იკაო-ში მიღებული შემოკლებები და რიცხვითი სიდიდეები.
2. რიგითი ნომერი, რომელიც ფიქსირდება AIRMET-ში, აღნიშნავს ამ შეტყობინების რაოდენობას გამოშვებულს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონისათვის მიმდინარე დღის 00. 01 (UTC)-დან.
3. შემოკლება AIRMET-ის მოქმედების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 საათს; სასურველია, რომ იგი არ აჭარბებდეს 4 საათს. მოქმედების პერიოდი მიეთითება ტერმინი «VALID»-ის საშუალებით.
4. შეტყობინება AIRMET უნდა გადაეგზავნოს მეზობელი საფრენოსნო ინფორმაციის რაიონების მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს და სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს, შესაბამისად, შეთანხმებისა სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის