1. პროგნოზებს დაფრენისათვის ადგენს სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური სამსახური. ასეთი პროგნოზები განკუთვნილია ადგილობრივი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე, საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც აეროდრომიდან 1 საათის საფრენი დროის ფარგლებში იმყოფებიან.
2. პროგნოზები დაფრენისათვის დგება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, პროგნოზი TREND-ის სახით.
3. TREND-ის ტიპის პროგნოზი შედგება მეტეოროლოგიური პირობების მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებების მოკლე აღწერისაგან მოცემულ აეროდრომზე, რომელიც თან ერთვის ადგილობრივ რეგულარულ ან ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებას METAR და SPECI.
4. TREND-ის ტიპის პროგნოზების მოქმედების პერიოდი შეადგენს 2 საათს იმ დროიდან, როდესაც შედგენილია შეტყობინება, რომელიც წარმოადგენს ნაწილს დაფრენის პროგნოზისათვის.
მუხლი. 40 პროგნოზები აფრენისათვის
1. პროგნოზებს აფრენისათვის ადგენს მეტეოროლოგიური სამსახური.
2. პროგნოზები აფრენისათვის უნდა განეკუთვნებოდეს დროის გარკვეულ პერიოდს და შეიცავდეს ინფორმაციას მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ადზ-ის კომპლექსის რაიონში, კერძოდ: მიწისპირა ქარის მიმართულების და სიჩქარის და ცვლილების შესახებ ყველა ტემპერატურის, წნევის და ნებისმიერი სხვა ელემენტის შესახებ, რომელთა მიმართ მიღებულია ლოკალური შეთანხმება.
3. პროგნოზები აფრენისათვის ექსპლუატანტს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს უნდა მიეწოდოს მოთხოვნის მიხედვით, 3 საათის განმავლობაში აფრენის მოსალოდნელ დრომდე.
4. მეტეოროლოგიურმა ორგანომ, რომელიც ადგენს პროგნოზებს აფრენისათვის, უნდა განახორციელოს მუდმივი კონტროლი მასზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად გამოუშვან მათი კორექტივებ