1. აეროდრომის პროგნოზს ადგენს, კანონმდებლობის შესაბამისად, სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური სამსახური.
2. აეროდრომის პროგნოზი გამოიშვება დანიშნულ დროს და შედგება აეროდრომის რაიონში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების მოკლე შეტყობინებებისაგან.
3. აეროდრომის პროგნოზები და მათი კორექტივები გამოიცემა პროგნოზების TAF-ის სახით და მოიცავს ინფორმაციას აღნიშნული თანმიმდევრობით:
ა) პროგნოზის ტიპის იდენტიფიკატორი;
ბ) ადგილმდებარეობის ნიშანი;
გ) პროგნოზის თარიღი და გამოშვების დრო ;
დ) არარსებული პროგნოზის იდენტიფიკატორი, როდესაც ეს მისაღებია;
ე) თარიღი და პროგნოზის მოქმედების დრო;
ვ) გაუქმებული პროგნოზის იდენტიფიკატორი, როდესაც ეს მისაღებია;
ზ) მიწისპირა ქარი;
თ) ხილვადობა;
ი) ამინდი;
კ) ღრუბლიანობა; და
ლ) ერთი ან რამდენიმე ამ ელემენტის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებები პროგნოზის მოქმედების პერიოდში.
პროგნოზებში TAF დამატებითი ელემენტები ჩაირთვება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.
შენიშვნა: TAF-ში მითითებული ხილვადობა შეესაბამება პროგნოზირებულ უმეტეს ხილვადობას.
4. მეტეოროლოგიური ორგანო, რომელიც ადგენს პროგნოზებს - TAF, ახორციელებს პროგნოზების მუდმივ კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფად შეაქვს მათში შესაბამისი კორექტივები. პროგნოზების ტექსტის სიგრძე და მათში მითითებული ცვლილებების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანება.
5. პროგნოზები TAF, რომელთა განახლება სისტემატურად არ ხდება, უქმდება.
6. აეროდრომის რეგულარული პროგნოზის TAF-ის მოქმედების პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 და არა უმეტეს 30 საათს; ეს პერიოდი უნდა განისაზღვროს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად. 12 საათზე ნაკლები პერიოდის რეგულარული პროგნოზები TAF-ი გამოშვებული უნდა იქნეს ყოველ 3 საათში, ხოლო 12-დან 30-საათამდე პერიოდის ყოველ 6 საათშ