1. ინფორმაცია SIGMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ და წარმოადგენს ფრენის მარშრუტზე იმ ფაქტობრივი და/ან მოსალოდნელი ამინდის გარკვეული მოვლენების მოკლე აღწერას ღია ტექსტით, შემოკლებებით, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ფრენების უსაფრთხოებაზე, აგრეთვე, შეიცავს ამ მოვლენების დროსა და სივრცეში სავარაუდო განვითარების ინფორმაციას.

2. ინფორმაცია SIGMET უქმდება, თუ მოვლენები აღარ დაიკვირვება ან მათი განვითარება მოცემულ რაიონში აღარ არის მოსალოდნელი.

3. შეტყობინება SIGMET-ის მოქმედების პერიოდი არ აღემატება 6 საათს; სასურველია, რომ ის არ აღემატებოდეს 4 საათს.

4. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსა და შესაბამის სამეთვალყურეო ცენტრს, საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს შორის ხორციელდება მჭიდრო კოორდინაცია შეტყობინება SIGMET-ში და NOTAM-ში ვულკანური ფერფლის შესახებ ინფორმაციის ჩართვის შეთანხმებულობის შესახებ უზრუნველსაყოფად.

5. შეტყობინება SIGMET გამოიცემა არაუადრეს 4 საათისა მოქმედების პერიოდის დაწყებიდან. სპეციალური შეტყობინება SIGMET, რომელიც ეხება ვულკანური ფერფლის ღრუბელს ან ტროპიკულ ციკლონებს, გამოიცემა მაშინვე, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, მაგრამ არაუადრეს 12 საათისა მოქმედების პერიოდის დაწყებიდან, ხოლო სასურველია, არა უადრეს 4 საათისა ამ მოვლენის განვითარების მოსალოდნელი დროიდან. შეტყობინება SIGMET ვულკანური ფერფლის ღრუბლისა და ტროპიკული ციკლონის შესახებ ზუსტდება ყოველ 6 საათში ერთხელ მაინ