1. გაფრთხილებები აეროდრომზე გამოიცემა აეროდრომის სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ და შეიცავს იმ მეტეოროლოგიური პირობების მოკლე ინფორმაციას, რომლებმაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინონ მიწაზე მყოფ საჰაერო ხომალდებზე, მათ შორის-საჰაერო ხომალდებზე დგომის ადგილზე, აგრეთვე - სააეროდრომო დანადგარებზე, საშუალებებზე და სამსახურებზე.
2. გაფრთხილებები აეროდრომზე უქმდება მაშინ, როდესაც პირობები აღარ დაიკვირვება ან როდესაც მოსალოდნელი არ არის, რომ ისინი აეროდრომზე წარმოიქმნებ