1. მეტეოროლოგიური ელემენტების სივრცესა და დროში ცვალებადობის, აგრეთვე, ამინდის ზოგიერთი ელემენტის პროგნოზისა და განსაზღვრის არასრულყოფილი მეთოდების გამო, მომხმარებელი პროგნოზში მითითებული ამინდის ნებისმიერი ელემენტის კონკრეტულ მნიშვნელობას განიხილავს ისეთ სავარაუდო სიდიდეთ, რომელიც ამ ელემენტმა პროგნოზის მოქმედების ვადაში შეიძლება მიიღოს. ზუსტად ასევე, როცა პროგნოზში მითითებულია რომელიმე მოვლენის ზუსტად წარმოქმნის ან ამინდის ელემენტის ცვლილების დრო, იგი განიხილება, როგორც სავარაუდო დრო.
2. მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ ახალი პროგნოზის გამოშვება, მაგალითად აეროდრომის რეგულარული პროგნოზისა, ნიშნავს იმას, რომ ადრე გამოშვებული ტიპობრივი პროგნოზები იმავე პერიოდისათვის (ან მისი ნაწილისათვის) ავტომატურად უქმდებ