მეტეოროლოგიური სამსახური უთანხმდება საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს, იმისათვის, რომ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებმა მონაცემების მიღებისას:
ა) სამეტყველო კავშირის საშუალებების გამოყენებისას საჰაერო ხომალდიდან რეგულარული და საგანგებო შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადაუგზავნონ საკუთარ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს;
ბ) მონაცემების გადამცემი ხაზის გამოყენებისას რეგულარული შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადაიცეს ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრში (ზპმც);
გ) მონაცემების გადამცემი ხაზის გამოყენებისას სპეციალური შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადაიცემა საკუთარ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოში და ზპმც-შ