1. მეტეოროლოგიური ელემენტების სივრცესა და დროში ცვალებადობის, აგრეთვე, ამინდის ზოგიერთი ელემენტის პროგნოზისა და განსაზღვრის არასრულყოფილი მეთოდების გამო, მომხმარებელი პროგნოზში მითითებული ამინდის ნებისმიერი ელემენტის კონკრეტულ მნიშვნელობას განიხილავს ისეთ სავარაუდო სიდიდედ, რომელიც ამ ელემენტმა პროგნოზის მოქმედების ვადაში შეიძლება მიიღოს. ზუსტად ასევე, როცა პროგნოზში მითითებულია რომელიმე მოვლენის ზუსტად წარმოქმნის ან ამინდის ელემენტის ცვლილების დრო, იგი განიხილება, როგორც სავარაუდო დრო.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა პროგნოზების მისაღები სიზუსტის შესახებ მოცემულია ამ წესის №11 დანართში.
2. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის მიერ ახალი პროგნოზის (მაგალითად, რუტინული აეროდრომის პროგნოზის) გამოცემა ავტომატურად აუქმებს იმავე ტიპის ადრე გამოცემულ ნებისმიერ პროგნოზს, რომელიც გაცემულია იმავე ადგილისთვის და მოქმედების იმავე პერიოდისათვის ან მისი ნაწილისათვის