1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ან გამგეობის თანამდებობის პირის წინაშე.
2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ან გამგეობის თანამდებობის პირის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს.
3. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა იყოს ზუსტად და ლაკონური ფორმით ჩამოყალიბებული. მას შეიძლება ახლდეს დასაბუთებაც. საკითხი წერილობითი ფორმით ჩაბარდება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც საკრებულოს ბიუროზე ადგენს საკითხის განხილვის ვადას. საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანება ჩაბარებიდან არა უგვიანეს ორი თვის ვადაში.
4. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე ფრაქცია ან შესაბამისი კომისია გამოყოფს მომხსენებელს, რომელსაც განხილვის დაწყებისას მიეცემა 15 წუთი მაინც, ხოლო თანამდებობის პირის პასუხის შემდეგ – 20 წუთი მაინც.
5. ფრაქციის ან შესაბამისი კომისიის მოთხოვნით, მოცემულ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დებატები.
6. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე საკრებულოს სხდომა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 111. ინტერპელაცია
თავი XV — საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება
მთავარი მონაცემები
- ვადა ორი თვის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 105. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 106. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 107. საკრებულოს სხდომის ოქმი
- მუხლი 108. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 109. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
- მუხლი 110. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
- მუხლი 112. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე
- მუხლი 113. კონტროლი გამგეობის საქმიანობაზე
- მუხლი 114. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
- მუხლი 115. თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი
- მუხლი 116. საზოგადოებრივი დარბაზი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 111, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-111/