1. აქტიური ან პოტენციურად აქტიური ვულკანების მქონე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ვულკანური მოქმედების მონიტორინგს სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორიების მეშვეობით.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა აქტიური და პოტენციურად აქტიური ვულკანების შესახებ მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახურის (IAVW) ცნობარი – პროცედურები და საკონტაქტო სია“ (Doc 9766).
2. სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორიები, ვულკანური მოქმედების და/ან ატმოსფეროში გატყორცნილი ვულკანური ფერფლის შესახებ ინფორმაციას, რაც შეიძლება სწრაფად აწვდიან მათთან დაკავშირებულ VAAC-ებს, მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, NOTAM-ის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ სამსახურებს, რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებს, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებს და რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, საერთაშორისო OPMET მონაცემთა ბანკებს, მაშინ როცა გამოვლინდება:
ა) მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოფრქვევის წინა ვულკანურ მოქმედებაში.
შენიშვნა: ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოფრქვევის წინა ვულკანური მოქმედება ნიშნავს საეჭვო ან/და გაძლიერებულ ვულკანურ მოქმედებას, რომელიც შეიძლება ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს.
ბ) ვულკანური ამოფრქვევა ან ამოფრქვევითი მოქმედების მნიშვნელოვანი ცვლილება;
გ) ვულკანური ფერფლის გატყორცნა ატმოსფეროში.
შენიშვნა 1: სადაც შესაძლებლობა არსებობს, სახელმწიფო ვულკანოლოგიურ ობსერვატორიებს შეუძლიათ, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიუთითონ ატმოსფეროში ხელახლა მოხვედრილი ვულკანური ფერფლიც;
შენიშვნა 2: მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება გულისხმობდეს ამოფრქვევის ან ამოფრქვევის წინა მოქმედების გაძლიერებას, შესუსტებას ან სრულ შეწყვეტა