1. სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრებში ან სამეთვალყურეო რაიონში, რეგიონული შეთანხმების საფუძველზე ქმნის ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს ან უთანხმდება სხვა სახელმწიფოს ამ სახის მომსახურების მიღების მიზნით.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მომსახურების უზრუნველსაყოფად ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების შესახებ, მათ შორის კოორდინაცია და დელეგირება მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“ (Doc 8896).
2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო:
ა) მუდმივ რეჟიმში თვალყურს ადევნებს იმ მეტეოროლოგიურ პირობებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ფრენების უსაფრთხოებაზე იმ რაიონის ფარგლებში, რომელზედაც ის პასუხისმგებელია;
ბ) ამზადებს ინფორმაციას SIGMET და სხვა ინფორმაციას რაიონებისათვის, რომელზედაც იგი პასუხისმგებელია;
გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს უზრუნველყოფს ინფორმაცია SIGMET-ით, და საჭიროების შემთხვევაში, სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;
დ) ავრცელებს ინფორმაციას SIGMET;
ე) რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში:
ე.ა) ამზადებს ინფორმაციას AIRMET და სხვა ინფორმაციას რაიონებისათვის, რომელზედაც იგი პასუხისმგებელია;
ე.ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს უზრუნველყოფს ინფორმაცია AIRMET-ით და საჭიროების შემთხვევაში, სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;
ე.გ) ავრცელებს ინფორმაციას AIRMET;
ვ) აწვდის მასთან დაკავშირებულ რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტსა და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტს (მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმებით), აგრეთვე VAAC-ს (რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე) მიღებულ ინფორმაციას ვულკანური ამოფრქვევის წინა მოქმედებაზე, ვულკანურ ამოფრქვევაზე ან ვულკანური ფერფლის ღრუბლებზე, რომელზეც ჯერ არ იყო გამოცემული ინფორმაცია SIGMET;
ზ) უზრუნველყოფს ინფორმაციით მასთან დაკავშირებულ რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტსა და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტს სააგენტოსა და სმმ-ის საწარმოს შორის შეთანხმებით;
თ) უზრუნველყოფს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს, სამეთვალყურეო პუნქტსა და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტს (მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმებით) მიღებული ინფორმაციით ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების ავარიულად გატყორცნის შესახებ იმ რაიონში, რომლშიც ის ახორციელებს დაკვირვებას ან მეზობელ რაიონებში. ეს ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს რადიოაქტიური ნივთიერების ადგილმდებარეობის, ავარიის თარიღის, დროის და პროგნოზირებადი ტრაექტორიის შესახებ;
ი) ერთგვაროვანი, ჰარმონიზებული SIGMET-ინფორმაციის გასავრცელებლად ახორციელებს SIGMET შეტყობინებების კოორდინაციას მეზობელ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ფრენის მარშრუტზე ამინდის მნიშვნელოვანი მოვლენა სცდება ან სავარაუდოდ, გასცდება მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს პასუხისმგებლობის არეს.
3. მეტეოროლოგიური თვალთვალის არის საზღვრები სრულად უნდა ემთხვეოდეს ფრენის ინფორმაციის რაიონის ან სამეთვალყურეო რაიონის საზღვრებს, ან მათი კომბინაციის საზღვრებს.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი კოორდინაციის საკითხების შესახებ SIGMET-ინფორმაციის უზრუნველსაყოფად მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“ (Doc 8896) და იკაოს ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური რეგიონის დოკუმენტში 014 „სახელმძღვანელო SIGMET-ების და AIRMET -ების შესახებ“ (EUR Doc 014