1. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
2. ინფორმაცია SIGMET გამოცემა, გაუქმება და მოქმედების პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 42-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. ინფორმაცია AIRMET გამოცემა, გაუქმება და მოქმედების პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 43-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. დაბალ სიმაღლეზე საფრენად განკუთვნილი ზონალური პროგნოზირება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 44-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
თავი VII
საჰაერო მოძრაობის მომსახურება და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზე