1. აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 111-ე მუხლის მოთხოვნებს.
2. აეროდრომის მეტეროლოგიური პირობების პროგნოზირება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №325-ით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 38-ე მუხლის შესაბამისად.
3. პროგნოზები დაფრენისათვის უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 39-ე მუხლის შესაბამისად.
4. პროგნოზები აფრენისათვის უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ მე-40 მუხლის შესაბამისად.
5. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ორგანომ გაფრთხილებები აეროდრომზე უნდა აწარმოოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად.
6. მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტისათვის ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 112-ე მუხლში დაფიქსირებული გარემოებების შესაბამისად.
7. რაიონული სამეთვალყურეო ცენტრისა და საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრისათვის ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 113-ე მუხლში დაფიქსირებული გარემოებების შესაბამისად.
8. ძებნა-შველის ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ 114-ე მუხლში დაფიქსირებული გარემოებების შესაბამისა