1. საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სანავიგაციო მომსახურების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-13 მუხლში.
2. სახელსაწყო დაფრენის სისტემის ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-14 მუხლის მოთხოვნების დაცვით.
3. სახელსაწყო დაფრენის სისტემასთან გამოყენებული მომნიშვნელი რადიოშუქურას ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-15 მუხლის მოთხოვნების დაცვით.
4. ულტრამოკლეტალღოვანი წრიული რადიოშუქურას ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-16 მუხლის მოთხოვნების დაცვით.
5. მიუმართავი რადიოშუქურას ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-17 მუხლის მოთხოვნების დაცვით.
6. მანძილსაზომი მოწყობილობის ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-18 მუხლის მოთხოვნების დაცვით.
7. სატრასო მომნიშვნელი რადიოშუქურას ოპერირება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-18 მუხლის მოთხოვნების დაცვით.
8. მიწისზედა აუგმენტაციის სისტემის გამოყენება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის“ მე-18 მუხლის მოთხოვნების დაცვით.
9. სანავიგაციო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების საფრენოსნო შემოწმება უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 27 აპრილის №72 ბრძანებით დამტკიცებული „სანავიგაციო საშუალებების საფრენოსნო შემოწმების წესის“ მოთხოვნების შესაბამისა