1. ექსპლუატანტს ეკრძალება გამოიყენოს პილოტი ხმ-ის რანგში, იმ მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთებზე, რომლებზეც მას არ გაუვლია მომზადება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების  მოთხოვნების შესაბამისად.

2. ექსპლუატანტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პილოტმა სათანადო დონეზე იცის:

ა) დაგეგმილი მარშრუტი და დანიშნულების აეროდრომი, მათ შორის:

ა.ა) რელიეფი და მინიმალური უსაფრთხო სიმაღლეები.

ა.ბ) სეზონური მეტეოროლოგიური პირობები.

ა.გ) მარშრუტზე არსებული მეტეროლოგიური მომსახურების, ტექნიკური საშუალებები და კავშირგაბმულობის  პროცედურები.

ა.დ) საავარიო-სამაშველო პროცედურები.

ა.ე) კონკრეტულ მარშრუტზე არსებული სანავიგაციო საშუალებები და პროცედურები, მათ შორის შორეული ნავიგაციის წესები.

ბ) მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში და ინტენსიურ საჰაერო მიმოსვლის არეალებში ფრენის ტრაექტორიის დაგეგმვის წესები, დაბრკოლებების განლაგება, რაიონის ტოპოგრაფიული მონაცემები, არსებული შუქსასიგნალო აღჭურვილობა, დასაფრენად შესვლისათვის და  დაფრენის უზრუნველყოფისათვის არსებული საშუალებები, ასევე აეროდრომზე დასაფრენად შესვლის, დაფრენისა, მოსაცდელი არეალების და აფრენის შემდეგი სქემები და პროცედურები.

შენიშვნა: დასაფრენად შევლისათვის, დაფრენის უზრუნველყოფისათვის არსებული საშუალებების,  აეროდრომზე დასაფრენად შესვლის, დაფრენის,  მოსაცდელი არეალების  და აფრენის შემდეგი სქემების და პროცედურების  ცოდნა შეიძლება დემონსტრირებული იყოს, ამ მიზნებისათვის განკუთვნილ შესაბამის საწაფზე.

3. ხმ-მა უნდა განახორციელოს დასაფრენად შესვლა და დაფრენა მარშრუტზე დაფრენისათვის დაგეგმილ ყველა აეროდრომზე, იმ შემთხვევაში, როდესაც საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინაში, ეკიპაჟის წევრის ან დამკვირებელი პილოტის რანგში იმყოფება პილოტი (ხმ), რომელსაც გავლილი აქვს ამ აეროდრომზე დაფრენისათვის სათანადო მომზადება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) აეროდრომზე დასაფრენად შემოსვლა ხორციელდება ნავიგაციის თვალსაზრისით არა რთულ რელიეფის პირობებში; როდესაც სფწ-ით დასაფრენად შესვლის სქემა, ანალოგიურია იმის, რომელსაც პილოტი კარგად იცნობს; როდესაც დაფრენა ხორციელდება სააგენტოს მიერ დამტკიცებული ჩვეულებრივ საექსპლუტაციო მინიმუმებით ან როდესაც არსებობს გონივრული გარანტია, რომ აეროდრომზე დასაფრენად შესვლა და დაფრენა შესაძლებელია ვფწ-ის პირობებში; ან

ბ) დასაფრენად დაშვების დაწყებითი ეტაპი ხორციელდება დღისით, ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში; ან

გ) ხმ მომზადებულია ამ აეროდრომზე დაფრენისთვის, რელიეფის გრაფიკული გამოსახულების გამოყენებით; ან

დ) დანიშნულების აეროდრომი მდებარეობს იმ აეროდრომების მახლობლად, რომელზეც ხმ-ს  შეზღუდვების გარეშე შეუძლია განახორციელოს დაფრენა.

4. ექსპლუატანტი ვალდებულია აწარმოოს პილოტის შესაბამისი კვალიფიკაციის აღრიცხვა და კონტროლი, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს.

5. ექსპლუატანტს ეკრძალება გამოიყენოს პილოტი ხმ-ის რანგში, თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში მას არ განუხორციელებია ერთი ფრენა მაინც, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის, შემმოწმებლის ან დამკვირებელი პილოტის რანგში, ექსპლუატანტის ან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მარშრუტებზე და აეროდრომებზე, სადაც ფრენების უსაფრთხო წარმოებისათვის, აუცილებელია განსაკუთებული უნარი და ცოდნა.

6. იმ შემთხვევაში, თუ ხმ-ს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ შეუსრულებია არცერთი ფრენა ზემოთ ხსენებულ მარშრუტებზე და აეროდრომებზე ან შესაბამისი დანიშნულების საწაფზე, მისი  დაშვება  შესაბამის მარშრუტზე და აეროდრომზე ხმ-ის რანგში, შესაძლებელია მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით  განსაზღვრული მოთხოვნების ხელმეორედ გავლის შემდე