1. სხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს მოთხოვნებს. ეკიპაჟის წევრების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვ, სხ-ის ტიპი, ფრენის მიზნები (დანიშნულება) და ფრენის ხანგრძლივობა იმ აეროდრომამდე სადაც უნდა მოხდეს ეკიპაჟის წევრების შეცვლა.
2. სხ-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ჩართული ერთი წევრი მაინც, რომელსაც გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი მოწმობა, რომლის თანახმადაც, მას უფლება ეძლევა ექსპლუატაცია გაუწიოს სხ-ზე არსებულ რადიოგადამცემ აღჭურვილობას.
3. თუ სხ-ის კონსტრუქცია ითვალისწინებს ბორტინჟინრისათვის განკუთვნილ(ცალკეულ) სამუშაო ადგილს, ეკიპაჟის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ჩართული ერთი ბორტინჟინერი მაინც, რომლის მოვალეობაშიც შედის ამ სამუშაო ადგილის დაკავება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბორტინჟინრის მოვალეობას ასრულებს ეკიპაჟის სხვა წევრი, თუ ეს ხელს არ უშლის მას მისი მოვალების შესრულებაში და ამასთან მას გააჩნია ბორტინჟინერის მოწმობა.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც პილოტების მიერ განხორციელებული ნაოსნობა, თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულების გამო, ფრენის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ იქნება საკმარის დონეზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით სხ-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ჩართული ერთი წევრი მაინც, რომელსაც გააჩნია აერნაოსნის მოწმობ