1. ექსპლუატანტი ვალდებულია ყოველ ფრენაზე დანიშნოს პილოტი სხ-ის მეთაურის ფუნქციების შესასრულებლად.

2. თუ სხ-ის კონსტრუქცია ითვალისწინებს ბორტინჟინრისათვის განკუთვნილ (ცალკეულ) სამუშაო ადგილს, ეკიპაჟის შემადგენლობაში უნდა იყოს ჩართული ერთი ბორტინჟინერი მაინც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბორტინჟინრის მოვალეობას ითავსებს ეკიპაჟის სხვა წევრი, რომელსაც ხელი არ ეშლება თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულებისას და გააჩნია ბორტინჟინრის მოწმობა