1. ექსპლუატანტს უნდა ჰქონდეს საფრენოსნო ეკიპაჟების მომზადების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ეკიპაჟის ყველა წევრის მიერ ადამიანური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადო დონეზე შესასრულებლად საჭირო კომპეტენციის,  უნარების შეძენას და შემდგომ შენარჩუნებას.

2. მიწისზედა და საფრენოსნო მომზადების პროგრამები შეიძლება შეიმუშაოს ექსპლუატანტმა ან სასწავლო ორგანიზაციამ. მომზადების პროგრამები შეტანილი უნდა იყოს ექსპლუატანტის ფშს-ში.

3. მომზადების  პროგრამა უნდა მოიცავდეს სხ-ზე არსებული ყველა  აღჭურვილობის გამოყენების საკითხებს.

შენიშვნა: პირველადი და ყოველწლიური პერიოდული სწავლებებისას მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული საფრენოსნო საწაფებ