1. ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ:
ა) საფრენოსნო ეკიპაჟის თითოეული წევრი, რომელიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, ფლობდეს რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოქმედ მოწმობას ან სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას, რომელიც აღიარებულია რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ;
ბ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები ფლობდნენ სათანადო ოსტატობას;
გ) გახორციელდეს კონტროლი საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების კვალიფიკაციის შენარჩუნებაზე.
2. ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემით (ACAS II) აღჭურვილი თვითმფრინავის ეკიპაჟის თითოეული წევრი იყოს შესაბამისად მომზადებული და კომპეტენტური ACAS II-ის აღჭურვილობის გამოყენებასა და შეჯახების თავიდან აცილების ქმედებებში.
შენიშვნა: 1. ACAS II-ის აღჭურვილობის გამოყენების პროცედურები მოცემულია იკაოს Doc -ის 8168 I ტომში. პილოტებისათვის ACAS II-ის მომზადების სახელმძღვანელო მოცემულია PANS–OPS-ის I ტომის, A დამატების, III ნაწილის, მე-3 სექციის, მე-3 თავში.
2. ACAS II-ის აღჭურვილობის გამოყენების და შეჯახების თავიდან აცილების უნარებში შესაბამისი მომზადება შესაძლოა დადასტურებულ იქნეს:
ა) ACAS II-ით აღჭურვილი თვითმფრინავის ტიპის ოსტატობის ფლობით, სადაც ACAS II-ის ექსპლუატაცია და გამოყენება შედის ტიპის ოსტატობის მისანიჭებელ სასწავლო პროგრამაში;
ბ) სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული სასწავლო ორგანიზაციის ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტის ფლობით, რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს პილოტების მომზადება ACAS II-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, იმის მითითებით, რომ პილოტი მომზადდა ამ პუნქტის შენიშვნა 1-ში აღნიშნული სახელმძღვანელოების შესაბამისად; ან
გ) ამ პუნქტის შენიშვნა 1-ში აღნიშნული სახელმძღვანელოების შესაბამისად, ACAS II-ის გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული პილოტის მიერ დაწვრილებითი გაფრენისწინა ინსტრუქტაჟი