1. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს პილოტირების ტექნიკის და ავარიულ სიტუაციებში მოქმედებების საკვალიფიკაციო შემოწმება, რათა გამოავლინოს პილოტების კონკრეტული ტიპის ან მოდიფიკაციის თვითმფრინავზე ფრენისთვის მზადყოფნა. თუ ფრენები ხორციელდება სფწ-ით, ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს იმის დემონსტრირება, რომ პილოტი იცავს ამ წესებით ფრენის ნორმებს. შემოწმებების ჩატარება შეუძლია ექსპლუატანტის მიერ დანიშნულ უფროს პილოტ-ინსპექტორს (ინსტრუქტორს), ან სააგენტოს წარმომადგენელ შემმოწმებელს. ასეთი სახის შემოწმებები, 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან  ერთი ან მეტი ტურბორეაქტიული ძრავით აღჭურვილს თვითმფრინავებისათვის, უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, ამასთან, შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა იყოს ოთხ თვეზე ნაკლები. ხოლო დანარჩენი თვითმფრინავებისათვის წელიწადში ერთხელ.

შენიშვნა: შემოწმებების ჩატარებისათვის  გამოყენებული უნდა იყოს საწაფი, რომელიც სერტიფიცირებული ან აღიარებულია სააგენტოს მიერ და განკუთვნილია ამ მიზნებისათვის. საწაფის არ არსებობის შემთხვევაში შემოწმებები უნდა ჩატარდეს კლასის/ტიპის თვითმფრინავზე .

2. თუ  საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი დაშვებულია თვითმფრინავის კონკრეტული ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციაზე ან სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავზე, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები გავრცელდება თვითმფრინავის კონკრეტულ ტიპზე ან მოდიფიკაციაზე