1. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, პილოტირების ტექნიკის და ავარიულ სიტუაციებში მოქმედებების  შემოწმება, რომელიც გამოავლენს პილოტების  კონკრეტული ტიპის ან მოდიფიკაციის სხ-ზე ფრენებისათვის მზადყოფნას. იმ შემთხვევაში, როდსაც ფრენები ხორციელდება სფწ-ით, ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს იმის დემონსტრირება, რომ პილოტი იცავს ამ წესებით ფრენის ნორმებს.

2. შემოწმებების ჩატარება შეუძლია ექსპლუატანტის მიერ დანიშნულ პილოტ-ინსპექტორს (ინსტრუქტორს) ან სააგენტოს წარმომადგენელ შემმოწმებელს. ასეთი სახის შემოწმებები უნდა ჩატარდეს წლიწადში ორჯერ, ამასთან შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა იყოს ოთხ თვეზე ნაკლები.

შენიშვნა: ზემოთ აღნიშნული შემოწმებების ჩატარებისათვის შეიძლება გამოყენებული იყოს საწაფი, თუ ის აღიარებულია სააგენტოს მიერ და განკუთვნილია ამ მიზნებისათვის.

3. თუ სხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები დაშვებულია სხ-ის კონკრეტული ტიპის სხვა და სხვა მოდიფიკაციაზე ან სხვა და სხვა ტიპის სხ-ზე, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური საექსპლუატაციო პროცედურები, მართვისა და სისტემების ანალოგიური მახასიათებლები, ამ მუხლის პირველი პუნქტის  მოთხოვნების შესაბამისად  ვრცელდება სხ-ბის კონკრეტულ ტიპზე ან მოდიფიკაციაზ