1. ექსპლუატანტს ეკრძალება გამოიყენოს პილოტი ხმ-ის რანგში, იმ სახის ფრენებზე, რომლებზეც მას არ გაუვლია მომზადება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.
2. ექსპლუატანტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პილოტს სათანადო დონეზე შესწავლილი აქვს:
ა) დაგეგმილი ფრენების სახეობა. მათ შორის:
ა.ა) რელიეფი და მინიმალური უსაფრთხო სიმაღლეები;
ა.ბ) სეზონური მეტეოროლოგიური პირობები;
ა.გ) მარშრუტზე არსებული მეტეროლოგიური მომსახურების, ტექნიკური საშუალებები და კავშირგაბმულობის პროცედურები.
ა.დ) საავარიო სამაშველო პროცედურები;
ა.ე) კონკრეტულ მარშრუტზე არსებული სანავიგაციო საშუალებები და პროცედურები.
ბ) მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში და ინტენსიურ საჰაერო მიმოსვლის არეალებში ფრენის ტრაექტორიის დაგეგმვის წესები, დაბრკოლებების განლაგება, რაიონის ტოპოგრაფიული მონაცემები, არსებული შუქსასიგნალო აღჭურვილობა, დასაფრენად შესვლისათვის და დაფრენის უზრუნველყოფისათვის არსებული საშუალებები, ასევე ვერტოდრომზე სფწ-თი დასაფრენად შესვლის, დაფრენისა, აფრენის, მოსაცდელი არეალების პროცედურების და გამოყენებადი საექსპლუატაციო მინიმუმები.
შენიშვნა: ვერტოდრომზე დასაფრენად შესვლის, სფწ-თი დაფრენის, მოსაცდელი არეალების პროცედურების და გამოყენებადი საექსპლუატაციო მინიმუმების ცოდნა შეიძლება დემონსტრირებული იყოს, ამ მიზნებისათვის განკუთვნილ შესაბამის საწვრთნელ მოწყობილობებზე.
3. ხმ-მა უნდა განახორციელოს ფრენა, რომელიც შეესაბამება დადგენილი სამუშაოების სახეობას, რომელიც აუცილებლად შეიცავს დაფრენას შესაბამის ვერტოდრომზე, იმ პილოტის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც აქვს ამ სახეობის სამუშაოებისათვის სათანადო კვალიფიკაცია.
4. ექსპლუატანტი ვლდებულია აწარმოოს პილოტის შესაბამისი კვალიფიკაციის აღრიცხვა და კონტროლი, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს.
5. ექსპლუატანტს ეკრძალება გამოიყენოს პილოტი ხმ-ის რანგში, თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში მას არ განუხორციელებია ერთი ფრენა მაინც, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის, შემმოწმებლის ან დამკვირებელი პილოტის რანგში, ექსპლუატნტის ან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მარშრუტებზე და ვერტოდრომებზე, სადაც ფრენების უსაფრთხო წარმოებისათვის, აუცილებელია განსაკუთებული უნარი და ცოდნა.
6. იმ შემთხვევაში, თუ ხმ-ს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ შეუსრულებია არცერთი ფრენა ზემოთხსენებულ მარშრუტებზე და ვერტოდრომებზე ან შესაბამისი დანიშნულების საწაფზე, მისი დაშვება შესაბამის მარშრუტზე და ვერტოდრომზე ხმ-ის რანგში, შესაძლებელია მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების ხელმეორედ გავლის შემდე