1. საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ მოვალეობების სათანადო დონეზე შესრულების მიზნით, ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნების დაცვა ეკიპაჟის წევრებისათვის, რომელიც განსაზღვრავს - საფრენოსნო დროის, სასამსახურო-საფრენოსნო დროის, სასამსახურო დროის და დასვენების დროის ნორმებს.
2. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს საფრენოსნო, სასამსახურე–საფრენოსნო, სასამსახურო და დასვენების დროის აღრიცხვა ყოველი თანმიმდევრული დღე-ღამის, 28 დღის და 365 დღის პერიოდში