1. ხმ-ს ან მეორე პილოტს ეკრძალება კონკრეტული ტიპის სხ-ის ან მისი მოდიფიკაციის მართვა, აფრენა და დაფრენის ეტაპებზე, თუ ყოველ მათგანს, ბოლო 90 დღის განმავლობაში არ განუხორციელებიათ სულ ცოტა 3 აფრენა და დაფრენა, ასეთივე ტიპის სხ-ზე ან ამ ტიპის სხ-ის საწაფზე.
2. თუ ხმ ან მეორე პილოტი დაშვებულია ვერტმფრენის კონკრეტული ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციაზე ან სხვადასხვა ტიპის სხ-ზე, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური საექსპლუტაციო პროცედურები, მართვისა და სისტემების ანალოგიური მახასიათებლები, ეკრძალებათ კონკრეტული ტიპის სხ-ის ან მისი მოდიფიკაციის მართვა, აფრენა დაფრენის ეტაპებზე, თუ ყოველ მათგანს, ბოლო 90 დღის განმავლობაში არ განუხორციელებიათ ფრენა კონკრეტული სხ-ის ტიპის, მოდიფიკაციის ან შესაბამისი ტიპის საწაფზე.
3. ექსპლუატანტმა უნდა განსაზღვროს ხმ-ის ან მეორე პილოტის ფრენაზე დაშვების პროცედურები, გამომდინარე სხ-ის ტიპების და მოდიფიკაციების განსხვავებების გათვალისწინებით და წარუდგინოს სააგენტოს დასამტკიცებლად