1. საბორტო ჟურნალი უნდა შეიცავდეს ამ პუნქტით გათვალისწინებულ თავებს, შემდეგი ნუმერაციით:

ა) თავი I. ეროვნული კუთვნილება და სხ-ის რეგისტრაცია;

ბ) თავი II. თარიღი;

გ) თავი III. ეკიპაჟის წევრების გვარები;

დ) თავი IV. ეკიპაჟის წევრების მოვალეობები;

ე) თავი V. გაფრენის პუნქტი;

ვ) თავი VI. დაფრენის პუნქტი;

ზ) თავი VII. გაფრენის დრო;

თ) თავი VIII. დაფრენის დრო;

ი) თავი IХ. ფრენის დრო;

კ) თავი Х. ფრენის სახეობა (კერძო, რეგულარული თუ არარეგულარული რეისი და ა.შ.);

ლ) თავი ХI. ინციდენტები, დაკვირვების მონაცემები;

მ) თავი ХII. პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.

2.საბორტო ჟურნალში ჩანაწერები უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ, მელნით ან წაუშლელი ფანქრით.

3.შევსებული საბორტო ჟურნალი უნდა ინახებოდეს 6 თვის განმავლობაშ