1. სხ-ზე უნდა იყოს კავშირის ისეთი რადიოაღჭურვილობა, რომელსაც შეეძლება:
ა) ორმხრივი კავშირის დამყარება სააეროდრომო სამეთვალყურეო სამსახურთან;
ბ) ჰაერში, ნებისმიერ დროს, მიიღოს მეტეოინფორმაცია;
გ) ჰაერში, ნებისმიერ დროს, ორმხრივი კავშირის დამყარება, სულ ცოტა, ერთ საავიაციო სადგურთან და სხვა იმ სადგურებთან და იმ სიხშირეებზე, რაც დადგენილი იქნება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
შენიშვნა: ამ პუნქტის მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვლება, თუ კონკრეტული მარშრუტზე კავშირის დამყარება შესაძლებელი იქნება რადიოტალღების გავრცელების ჩვეულ პირობებში.
2. საავიაციო საავარიო სიხშირეზე (406მგჰ) კავშირი ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით ჩამოთვლილი რადიოაღჭურვილობით.
3. საჰაერო სივრცის იმ რაიონში ან მარშრუტზე ფრენისას, სადაც შესაბამისი ტიპის RСP (კავშირის აუცილებელი მახასიათებლები) აყენია, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დამატებით სხ-ი:
ა) უნდა აღიჭურვოს კავშირის იმ საშუალებებით, რაც საშუალებას მისცემს, იფრინოს დაყენებული ტიპის RСP შესაბამისად;
ბ) იღებს სააგენტოს ნებართვას ასეთ საჰაერო სივრცეში საფრენად.
შენიშვნა: RСP-ზე და შესაბამის პროცედურებზე ინფორმაციას, დამტკიცების პროცესის სახელმძღვანელო მასალას შეიცავს „კავშირის აუცილებელი მახასიათებლების სახელმძღვანელო“ იკაოს DOC 9869, სადაც ასევე მოცემულია კავშირის სისტემებზე და RСP-ზე, სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებული, საბუთების სარეკომენდაციო სი