1. ერთპილოტიანი სხ-ი სფწ–ით ან ღამით ფრენისას უნდა აღიჭურვოს:
ა) გამართული ავტოპილოტით, რომელსაც აქვს, სულ ცოტა, სიმაღლის სტაბილიზაციისა და კურსის ამორჩევის რეჟიმები;
ბ) მიმართულმიკროფონიანი ყურსაცვამით ან მსგავსი მოწყობილობით;
გ) რუკის ასახვის ისეთი საშუალებით, რითაც უზრუნველყოფილია მისი კითხვა განათების ნებისმიერ პირობებში.
2. ერთპილოტიანი სამოქალაქო სხ-ის და III კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენის ღამე ფრენა ნებადართულია მხოლოდ სასწავლო-საწვრთნელი მიზნით და მხოლოდ იმ აეროდრომის რაიონში, რომელიც სადღეღამისო ფრენებისთვის არის განკუთვნილ