1. ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ი, უნდა აღიჭურვოს  დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით.

2.ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 15000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან 30-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ი, უნდა აღიჭურვოს  დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით, რომელსაც ექნება ფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქცია.

3.ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე  ან 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 2004 წლის 1-ლი იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით,რომელსაც ექნება ფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქცია.

4. ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ი, უნდა აღიჭურვოს დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით,რომელსაც ექნება ფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქცია.

5.ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 5701კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის და 5-ზე მეტი (მაგრამ არაუმეტეს 9) სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ი, უნდა აღიჭურვოს დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით(GPWS), რომელსაც ექნება, ამ მუხლის მე-8 პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტების მიხედვით გაფრთხილებების უზრუნველყოფა, მიდამოზე სიმაღლის არასაკმარისი მარაგის გაფრთხილება, დაფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქცია.ეს მოთხოვნა არ გამოიყენება იმ სხ-თვის, რომლებიც ასრულებენ ვფწ-ით ფრენებს.

6. ნებისმიერი დგუშიანძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის ან 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ი, უნდა აღიჭურვოს დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით, რომელსაც ექნება, ამ მუხლის მე-8 პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტების მიხედვით გაფრთხილებების უზრუნველყოფა, მიდამოზე სიმაღლის არასაკმარისი მარაგის გაფრთხილება დაფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქცია.ეს სტანდარტი არ გამოიყენება იმ სხ-თვის, რომლებიც ასრულებენ ვფწ-ით ფრენებს.

7.დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით, უზრუნველყოფილია ეკიპაჟისათვის დედამიწასთან სახიფათო მიახლოების დროული და მკაფიო გაფრთხილების ავტომატური მიწოდება.

შენიშვნა: დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემა ირთვება (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) შემდეგ შემთხვევებში:

ა) დაშვების დიდი სიჩქარე;

ბ) დედამიწასთან მიახლოების  დიდი სიჩქარე;

გ) დიდი სიმაღლის დაკარგვა, აფრენის შემდეგ ან მეორე წრეზე წასვლისას;

დ) მიდამოზე სიმაღლის არასაკმარისი მარაგი, როცა დასაფრენი კონფიგურაცია ჯერ არ არის უზრუნველყოფილი:

დ.ა)  შასი ჩამოშვებულ მდგომარეობაში არ არის დაფიქსირებული;

დ.ბ) ფრთაუკანების მდგომარეობა დასაფრენს არ შეესაბამება;

ე) დასაფრენად  სახელსაწყო შესვლის გლისადაზე უფრო  დაბლა მეტისმეტად დაშვებ