1. სხ, როცა ის სფწ-ით ფრენს, ან მისი სივრცობრივი მდებარეობის შენარჩუნება ერთი ან მეტი საპილოტაჟო ხელსაწყოს გარეშე შეუძლებელია, აღჭურვილი უნდა იყოს:
ა) მაგნიტური კომპასით;
ბ) ზუსტი ქრონომეტრით, რომელიც უჩვენებს საათებს, წუთებს, წამებს;
გ) ორი ზუსტი ბარომეტრული სიმაღლის მზომის ციფრული აღმრიცხველით და დოლურ-ისრიანი მაჩვენებლით ან ექვივალენტური ინდიკაციის მქონე სიმაღლის მზომით;
შენიშვნა. არც სამისრიანი მზომი და არც დოლურ-ისრიანი სიმაღლის მზომის მაჩვენებელი ამ მოთხოვნას არ შეესაბამება;
დ) საჰაერო სიჩქარის მაჩვენებელი სისტემით, აღჭურვილი კონდენსაციისა და შემოყინვის საწინაღო მოწყობილობით;
ე) ბრუნებისა და სრიალის მაჩვენებლით;
ვ) სივრცობრივი მდებარეობის მაჩვენებლით (ავიაჰორიზონტი);
ზ) კურსის მაჩვენებლით (გიროკომპასით);
შენიშვნა: ”ე-ზ” ქვეპუნქტების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს კომბინირებული ხელსაწყოებით ან კომპლექსური საკომანდო-საპილოტაჟო სისტემების გამოყენებით, იმ პირობით, რომ სრული მტყუნებისისეთივე გარანტია იქნება შენარჩუნებული, რაც თითოეული აღნიშნული ხელსაწყოსათვის არის გათვალისწინებული;
თ) გიროსკოპული ხელსაწყოების ელექტროკვებით უზრუნველყოფის მაჩვენებლით;
ი) კაბინაში დამონტაჟებული ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებლით;
კ) ვერტიკალური სიჩქარის მაჩვენებლით;
ლ) სხვა დამატებითი ხელსაწყოებით ან აღჭურვილობით, სააგენტოს მოთხოვნით.
2. 5700კგ-ზე მეტი მასის ყველა სხ-ი უნდა აღიჭურვოს:
ა) სივრცობრივი მდებარეობის მაჩვენებლის ელექტრული ხელსაწყოების კვების საავარიო წყაროთი;
ბ) 5700კგ-ზე მეტი მასის სხ-ი ელექტროსისტემის ძირითადი სისტემისაგან დამოუკიდებელი კვების საავარიო წყაროთი, რომელიც, სულ ცოტა, 30წთ-ის განმავლობაში უზრუნველყოფს მეთაურისათვის მკაფიოდ ხილვადი, ავიაჰორიზონტის მუშაობას და განათებას. ეს წყარო ავტომატურად უნდა ჩაირთოს ძირითადი სისტემის სრული მტყუნებისას და სახელსაწყო დაფაზე უნდა მიეთითოს, რომ ავიაჰორიზონტ(ებ)ი იკვებება საავარიო წყაროდან;
3. პილოტ(ებ)ის მიერ გამოყენებული ხელსაწყოები იმგვარად თავსდება, რომ პილოტი მკაფიოდ ხედავდეს მის ჩვენებებს საკუთარი სამუშაო ადგილიდან, სხეულის ჩვეულებრივი მდებარეობის შეუცვლელად, როცა ის ფრენის ტრაექტორიის მიმართულებით იყურებ