1. მონაცემების გადაცემის ხაზის ჩანაწერების და კაბინის ხმოვანი გარემოებების ჩანაწერების კორელაცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
2. საბორტო თვითმწერების კონსტრუქცია, მათი ბორტზე განლაგება და დამონტაჟება უნდა იყოს ისეთი, რომ უზრუნველყოს მონაცემების ჩანაწერების მაქსიმალურად პრაქტიკულად შესაძლებელი დაცვა, აღდგენა და გაშიფრვა. საბორტო თვითმწერი უნდა შეესაბამებოდეს დარტყმამედეგობისა და ხანძარსაწინაღო დაცვის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
შენიშვნა: 1. FDR, CVR, AIR და DLR-ის დარტყმამედეგობისა და ხანძარსაწინაღო დაცვის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები იხ. EUROCAE ED-112-ში „დარტყმამედეგი საბორტო სისტემების რეგისტრატორების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების სტანდარტები“ (MOPS).
2. ADRS და CARS-ის დარტყმამედეგობისა და ხანძარსაწინაღო დაცვის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები იხ. EUROCAE ED-155-ში „შემსუბუქებული საბორტო სისტემების რეგისტრატორების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებისსტანდარტები“ (MOPS) და სხვა, ანალოგიურ დოკუმენტებში.
3. საბორტო თვითმწერები, საფრენოსნო დროის განმავლობაში, არ უნდა გამოირთოს.
4. საბორტო თვითმწერის ჩანაწერების შესანარჩუნებლად, საავიაციო მოვლენის ან ინციდენტის შემთხვევაში ის უნდა გამოირთოს საფრენოსნო დროის დასრულებისას. საბორტო თვითმწერი კვლავ არ უნდა ჩაირთოს, ვიდრე არ შესრულდება, ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართით მითითებული, ჩანაწერების გადაცემის პროცედურა.
შენიშვნა: ჩანაწერების ამოღების საჭიროებას განსაზღვრავს მოკვლევის ჩამტარებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, საავიაციო მოვლენის სიმძიმის მიხედვით, შემდგომი ექსპლუატაციისათვის მოტანილი შედეგების გათვალისწინებით.
5. ჩანაწერების შენახვაზე პასუხისმგებელია ექსპლუატანტი.
6. თვითმწერის საექსპლუატაციო ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ექსპლუატაციის პერიოდშიმოწმდება და ფასდება საბორტო თვითმწერის ჩანაწერები.
შენიშვნა: საბორტო თვითმწერების სისტემის შემოწმების პროცედურები იხ. ამ წესის მე-8 დანართში.
7. საავიაციო შემთხვევების მოკვლევის უფლებამოსილი ორგანოსათვის ექსპლუატანტის მიერ გადაცემული FDR-სდა ADRS-ის პარამეტრებთან დაკავშირებული საბუთები უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში, ამასთან, გაითვალისწინება დარგობრივი სპეციფიკაციები.
შენიშვნა: აღნიშნული დარგობრივი სპეციფიკაციები იხ. ARINC 647A-ში „საბორტო თვითმწერების ელექტრონული დოკუმენტაცია“ ან სხვა ანალოგიურ საბუთში.
8. ნებისმიერი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც განცხადება ტიპის სერტიფიკატის მიღებაზე პირველად წარედგინება 2016 წლის 1 იანვრიდან, და რომლის აღჭურვაც საჭიროა CVR-თა და FDR-ით, უნდა აღიჭურვოს ორი კომბინირებული თვითმწერით (FDR/CVR);
9. ნებისმიერი, 15000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც განცხადება ტიპის სერტიფიკატი მიღებაზე პირველად გაიცა 2016 წლის 1 იანვრიდან და რომლის აღჭურვაც საჭიროა CVR-თა და FDR-ით, უნდა აღიჭურვოს ორი კომბინირებული თვითმწერით (FDR/CVR). რომელთაგან ერთი მათგანი თავსდება ეკიპაჟის კაბინასთან რაც შეიძლება ახლოს, მეორე – რაც შეიძლება შორს სხ-ის ბოლო ნაწილში.
10. ნებისმიერი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც განცხადება ტიპის სერტიფიკატის მიღებაზე პირველად წარედგინება 2016 წლის 1 იანვრიდან, და რომლის აღჭურვაც საჭიროა CVR-თა და FDR-ით, უნდა აღიჭურვოს ორი კომბინირებული თვითმწერით (FDR/CVR);
11. ნებისმიერი, 15000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც განცხადება ტიპის სერტიფიკატი მიღებაზე პირველად გაიცა 2016 წლის 1 იანვრიდან და რომლის აღჭურვაც საჭიროა CVR-თა და FDR-ით, უნდა აღიჭურვოს ორი კომბინირებული თვითმწერით (FDR/CVR). რომელთაგან ერთი მათგანი თავსდება ეკიპაჟის კაბინასთან რაც შეიძლება ახლოს, მეორე – რაც შეიძლება შორს სხ-ის ბოლო ნაწილში.
12. ნებისმიერი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომლის აღჭურვაც საჭიროა CVR-თა და FDR-ით, შეიძლება აღიჭურვოს ორი კომბინირებული თვითმწერით (FDR/CVR);
შენიშვნა: მე-14 მუხლის მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს სხ-ზე ორი კომბინირებული თვითმწერის (ერთი – წინა ნაწილში, მეორე – ბოლოში) ან ცალკეული მოწყობილობების დაყენებით.
13. ნებისმიერი, რამდენიმე აირტურბინულძრავიანი, 5701კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომლის აღჭურვაც საჭიროა CVR-თა და/ან FDR-ით, შეიძლება აღიჭურვოს ერთი კომბინირებული თვითმწერით (FDR/CVR