1. ნებისმიერი 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე აირტურბინული თვითმფრინავი, რომელზედაც ტიპის სერტიფიკატის განაცხადი წარდგენილი იყო 2016 წლის 1 იანვრიდან და რომელიც იმართება ერთზე მეტი პილოტით უნდა აღიჭურვოს CVR-ით.
2. ნებისმიერი 27000 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავი, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის 1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს CVR-ით.
3. ნებისმიერი 5700-დან 27000 კგ-მდე ჩათვლით მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავი, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის 1 იანვრამდე, უნდა აღიჭურვოს CVR-ით.
4. ნებისმიერი 27000 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს CVR-ით, რომელიც უზრუნველყოფს სულ ცოტა ბოლო 25 საათის ინფორმაციის შენახვა