1. თუ სხ-ის კონკრეტული ტიპისათვის დადგენილია მინიმალური აღჭურვილობის ძირითადი ჩამონათვალი (MMEL), ექსპლუატანტი ვალდებულია ფშს-ში შეიტანოს   სააგენტოს მიერ დამტკიცებული მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL), რომლის საფუძველზეც ხომალდის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას ფრენის დაწყების  ან გაგრძელების შესახებ, ნებისმიერი შუალედური პუნქტიდან, ნებისმიერი აღჭურვილობის, ხელსაწყოების ან სისტემების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.

შენიშვნა: მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის შედგენის  სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ წესის მე- 2 დანართში.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია მის ექსპლუატაციაში მყოფი ყველა ტიპის სხ-ის საექსპლუატაციო და საფრენოსნო პერსონალი უზრუნველყოს  ფშს-თი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სტანდარტულ, არასტანდარტულ და ავარიულ სიტუაციებში საფრენოსნო ექსპლუატაციის პროცედურები. სახელმძღვანელო უნდა შეესაბამებოდეს სხ-ის სეს-ს და გამოსაყენებელ „შემოწმების  კითხვარებს“. ფშს-ს შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანური ფაქტორის პრინციპები.

შენიშვნა: ინფორმაცია ადამიანური ფაქტორის შესახებ მოცემულია იკაოს DOC-ში 9683