1. ექსპლუატანტმა, რომლის თვითმფრინავები ახორციელებენ ხანგრძლივ ფრენებს წყლის თავზე, უნდა განსაზღვროს რისკები, სხ-ზე მყოფი ადამიანების გადარჩენისათვის, წყლის ზედაპირზე ავარიული დაფრენის შემთხვევაში. რისკების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი საექსპლუატაციო ფაქტორები და პირობები, როგორიც არის: წყლის ზედაპირის მდგომარეობა, ჰაერის და წყლის ტემპერატურა, მანძილი ხმელეთამდე, სადაც შესაძლებელია ავარიული დაფრენა და საძებნ-სამაშველო აღჭურვილობის არსებობა. რისკების შეფასების საფუძველზე ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სხ-ზე განთავსებული იყოს:
ა) თითო სამაშველო ჟილეტი ან ტოლფასი ინდივიდუალური საცურაო საშუალება, სხ-ზე მყოფი ყოველი პირისათვის. ისინი თავსდება ისე, რომ ადვილი მისაწვდომი იყოს სავარძლიდან ან საძილე ადგილიდან;
ბ) საკმარისი რაოდენობის სამაშველო ტივები სხ-ზე მყოფი პირებისათვის, რომლებიც უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი სწრაფად გამოყენება ავარიულ მდგომარეობაში და ისეთი საავარიო-სამაშველო აღჭურვილობით (სიცოცხლის უზრუნველყოფის საშუალებების ჩათვლით), რომელიც ფრენის პირობებს შეესაბამება;
გ) ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართით განსაზღვრული სასიგნალო რაკეტების გაშვების მოწყობილობა.
2. ყოველი სამაშველო ჟილეტი ან ტოლფასი ინდივიდუალური საცურავი საშუალება უნდა აღიჭურვოს ელექტრონული განათების საშუალებით ძებნის გასაიოლებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოიყენება სხვაგვარი ინდივიდუალური საცურავი საშუალებ