1. შემდეგი თვითმფრინავები ბორტზე არსებული თითოეული პირისათვის უნდა იქნეს აღჭურვილი სამაშველო ჟილეტით, ან ეკვივალენტური პერსონალური ტივტივა მოწყობილობით, იმ შემთხვევაში, თუ პირის ასაკი არ აღემატება 24 თვეს და უნდა იყოს მორგებულ (აღკაზმულ) მდგომარეობაში ან განთავსებული ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, იმ პირის სავარძლიდან ან საწოლიდან, ვისთვისაც განკუთვნილია გამოსაყენებლად:

ა) ერთძრავიანი სახმელეთო თვითმფრინავები, იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა.ა) ფრენა სრულდება წყლის ზედაპირის თავზე, ხმელეთიდან პლანირების განსაზღვრული მანძილის მიღმა; ან

ა.ბ) აფრენა ან დაფრენა სრულდება აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე, სადაც სხ-ის მეთაურის მოსაზრებით აფრენის ან დასაფრენად შესვლის ტრაექტორია არის იმგვარად განლაგებული წყლის ზედაპირის თავზე, რომ მოსალოდნელია წყლის ზედაპირზე ავარიული დაფრენა;

ბ) ჰიდროთვითმფრინავები, რომლებიც ფრენას ასრულებენ წყლის ზედაპირის თავზე; და

გ) თვითმფრინავები, რომლებიც ასრულებენ ფრენას ხმელეთიდან, სადაც შესაძლებელია საავარიო დაფრენის განხორციელება, ისეთი მანძილის დაშორებით, რომელიც ნორმალური კრეისერული სიჩქარით ფრენისას აღემატება 30 წთ-ის საფრენოსნო მანძილს ან 50 NM, იმისდა მიხედვით, რომელიც უფრო ნაკლებია.

2. ჰიდროთვითმფრინავი, რომლებიც ასრულებენ ფრენებს წყლის ზედაპირის თავზე, უნდა იქნეს აღჭურვილი:

ა) ერთი ღუზით;

ბ) ერთი საზღვაო მცურავი ღუზით, როდესაც საჭიროა მანევრირებაში დახმარება; და

გ) სადაც შესაბამისია ხმოვანი სიგნალების გამოსაცემი აღჭურვილობით, „ზღვაში შეჯახების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო წესებით“ განსაზღვრულის შესაბამისად;

3. თვითმფრინავის მეთაურმა, რომელიც ასრულებს ფრენას ხმელეთიდან, სადაც შესაძლებელია საავარიო დაფრენის განხორციელება, ისეთი მანძილის დაშორებით, რომელიც ნორმალური კრეისერული სიჩქარით ფრენისას აღემატება 30 წთ-ის საფრენოსნო მანძილს ან 50 NM, იმისდა მიხედვით, რომელიც უფრო ნაკლებია, უნდა განსაზღვროს თვითმფრინავის ბორტზე არსებული პირების გადარჩენის რისკები, წყლის ზედაპირზე თვითმფრინავის ავარიული დაფრენის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც სხ-ის მეთაური განსაზღვრავს ბორტზე შემდეგი აღჭურვილობის საჭიროებას:

ა) განგაშის მაუწყებელი სიგნალების განსახორციელებელი აღჭურვილობა;

ბ) სამაშველო ნავების საკმარისი რაოდენობა, ბორტზე არსებული ყველა მგზავრის განსათავსებლად, განლაგებული ისე, რომ გაადვილდეს საავარიო მდგომარეობაში მათი სწრაფი გამოყენება;

გ) განსახორციელებელი ფრენისათვის შესაფერისი სიცოცხლის გადასარჩენი აღჭურვილობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობ