1. ჰერმეტული თვითმფრინავი, რომელიც ექსპლუატაციას ახორციელებს ფრენის ისეთ აბსოლუტურ სიმაღლეზე, სადაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჭიროა ჟანგბადის მიწოდება, აღჭურვილი უნდა იქნეს ჟანგბადის შემნახველი და გამანაწილებელი მოწყობილობით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, შეინახოს და გაანაწილოს ჟანგბადის საჭირო მარაგ(ებ)ი.
2. ჰერმეტულ თვითმფრინავს, რომელიც ექსპლუატაციას ახორციელებს ფრენის ისეთ აბსოლუტურ სიმაღლეზე, სადაც ბარომეტრული სიმაღლე სამგზავრო ნაკვეთურებში აღემატება 10 000 ფტ-ს, უნდა გააჩნდეს საკმარისი ჟანგბადის მარაგი, რათა მოამარაგოს:
ა) ეკიპაჟის ყველა წევრი და:
ა.ა) მგზავრების 100%, დროის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, როდესაც კაბინის ბარომეტრული სიმაღლე აღემატება 15 000 ფტ-ს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში 10 წთ-ზე ნაკლები დროის განმავლობაში;
ა.ბ) მგზავრების, სულ მცირე 30%, დროის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში და ფრენის გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც ბარომეტრული სიმაღლე სამგზავრო ნაკვეთურში იქნება 14 000 ფტ-დან 15 000 ფტ-მდე; და
ა.გ) მგზავრების, სულ მცირე 10%, 30 წთ-ზე მეტი დროის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ბარომეტრული სიმაღლე სამგზავრო ნაკვეთურში იქნება 10 000 ფტ-დან და 14 000 ფტ-მდე;
ბ) სამგზავრო ნაკვეთურში არსებული ყველა პირი არანაკლებ 10 წთ-ის განმავლობაში, იმ თვითმფრინავების შემთხვევაში, რომელთა ექსპლუატაცია ხორციელდება 25 000 ფტ-ზე მეტ ბარომეტრულ სიმაღლეზე ან ექსპლუატაციას ახორციელებენ აღნიშნული სიმაღლის ქვემოთ ისეთ პირობებში, როდესაც შეუძლებელია 4 წთ-ის განმავლობაში 13 000 ფტ ბარომეტრულ სიმაღლემდე უსაფრთხოდ დაშვება.
3. ჰერმეტული თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება 25 000 ფტ-ზე უფრო მაღალ ბარომეტრულ სიმაღლეებზე, დამატებით აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც, ჰერმეტულობის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში, საფრენოსნო ეკიპაჟს უზრუნველყოფს გამაფრთხილებელი ინდიკაციი