თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება სახელსაწყო ფრენის წესების (IFR) შესაბამისად, აღჭურვილი უნდა იქნეს:
ა) შემდეგი პარამეტრების საზომი და მაჩვენებელი საშუალებებით:
ა.ა) მაგნიტური კურსი;
ა.ბ) დრო საათებში, წუთებსა და წამებში;
ა.გ) ბარომეტრული სიმაღლე;
ა.დ) სახელსაწყო ფრენის სიჩქარე;
ა.ე) ვერტიკალური სიჩქარე;
ა.ვ) დაფერდება და სრიალი;
ა.ზ) სივრცული მდგომარეობა;
ა.თ) სტაბილიზებული კურსი;
ა.ი) გარემომცველი ჰაერის ტემპერატურა; და
ა.კ) მახის რიცხვი, როდესაც სიჩქარის შეზღუდვები გამოსახულია მახის რიცხვით;
ბ) საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს გიროსკოპული ხელსაწყოებისათვის არასაკმარისი სიმძლავრის მიწოდების ჩვენებას;
გ) ამ მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფრენის სიჩქარის მაჩვენებელი სისტემის უწესივრობის, გამოწვეული კონდენსაციის ან შემოყინვის გამო, თავიდან აცილების საშუალები