1. სხ-ის სერტიფიცირებული სისტემის პროგრამებში (აპლიკაციები) გამოყენებული სააერნაოსნო მონაცემთა ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს მონაცემთა ხარისხის მოთხოვნებს, რომელიც შესაბამისია ინფორმაციის დაგეგმილ (მიზნობრივ) გამოყენებასთან.
2. სხ-ის მეთაურმა უნდა უზრუნველყოს სააერნაოსნო მონაცემთა ბაზების დროული გავრცელება, ასევე, მოქმედი და შეუცვლელი სააერნაოსნო მონაცემთა ბაზების იმ სხ-ებზე ჩატვირთვა, რომლებიც საჭიროებენ აღნიშნულს.
3. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად, ნებისმიერი სხვა საავიაციო მოვლენის შეტყობინების მოთხოვნების მიუხედავად, სხ-ის მეთაურმა მონაცემთა ბაზის მომწოდებელს უნდა შეატყობინოს ცდომილების ფაქტები, ინფორმაციის შეუსაბამობა ან გამოტოვება, რომელიც, შესაძლოა, გონივრულად სავარაუდოა წარმოადგენდეს ფრენისათვის საფრთხეს. ასეთ შემთხვევებში, სხ-ის მეთაურმა არ უნდა გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები.