შვეულმფრენი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება სახელსაწყო ფრენის წესების (IFR) შესაბამისად, აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) შემდეგი პარამეტრების საზომი და მაჩვენებელი საშუალებებით:

ა.ა) მაგნიტური კურსი;

ა.ბ) დრო საათებში, წუთებსა და წამებში;

ა.გ) ბარომეტრული სიმაღლე;

ა.დ) სახელსაწყო ფრენის სიჩქარე;

ა.ე) ვერტიკალური სიჩქარე;

ა.ვ) სრიალის დონე;

ა.ზ) სივრცული მდგომარეობა;

ა.თ) სტაბილიზებული კურსი; და

ა.ი) გარემომცველი ჰაერის ტემპერატურა;

ბ) საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს გიროსკოპული ხელსაწყოებისათვის არასაკმარისი სიმძლავრის მიწოდების ჩვენებას;

გ) ამ მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფრენის სიჩქარის მაჩვენებელი სისტემის უწესივრობის, გამოწვეული კონდენსაციის ან შემოყინვის გამო, თავიდან აცილების საშუალებით; და

დ) სივრცული მდგომარეობის პარამეტრების საზომი და მაჩვენებელი საშუალება, როგორც სარეზერვო ხელსაწყ