შვეულმფრენი, რომელიც ექსპლუატაციას ახორციელებს ღამით, აღჭურვილი უნდა იქნეს:
ა) შეჯახების აცილების განათების სისტემით;
ბ) სანაოსნო/მდგომარეობის მაჩვენებელი მაშუქებით;
გ) დაფრენის მაშუქებით;
დ) განათებით, რომელიც მარაგდება შვეულმფრენის ელექტრული სისტემიდან და უზრუნველყოფს შვეულმფრენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ყველა ხელსაწყოსა და აღჭურვილობის შესაბამის განათებას;
ე) განათებით, რომელიც მარაგდება შვეულმფრენის ელექტრული სისტემიდან და უზრუნველყოფს ყველა სამგზავრო ნაკვეთურის განათებას;
ვ) ცალკეული პორტატიული მაშუქებით ეკიპაჟის თითოეული წევრის სამუშაო ადგილისათვის; და
ზ) მაშუქებით, რომელიც აკმაყოფილებს „ზღვაში შეჯახების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო წესებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს, იმ შემთხვევაში, თუ შვეულმფრენი გამოიყენება, როგორც შვეულმფრენ-ამფიბი