1. თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება სფწ-ის (IFR) შესაბამისად, ან მისი სივრცობრივი მდებარეობის შენარჩუნება ერთი ან მეტი საპილოტაჟო ხელსაწყოს გარეშე შეუძლებელია, აღჭურვილი უნდა იყოს:

ა)  შემდეგი პარამეტრების საზომი და მაჩვენებელი საშუალებებით:

ა.ა) მაგნიტური კურსის  (სარეზერვო კომპასი);

ა.ბ) აბსოლუტური სიმაღლის  გაზომვის და ინდიკაციის ორი დამოუკიდებელი სისტემით;

ა.გ) კონდენსაციისა და შემოყინვის საწინაღმდეგო მოწყობილობით აღჭურვილი სახელსაწყო სიჩქარის;

ა.დ) დაფერდების და სრიალის;

ა.ე) სხ-ის სივრცობრივი მდებარეობის;

ა.ვ) სხ-ის გიროსკოპული კურსის;

შენიშვნა: ამ პუნქტის „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები შესაძლოა დაკმაყოფილდეს კომბინირებული ხელსაწყოებით, ან ფრენის მმართველი ინტეგრირებული სისტემებით, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილ იქნება აღნიშნული სამი ხელსაწყოს სრული მტყუნებისგან დაცვა.

ა.ზ) გიროსკოპული ხელსაწყოებისათვის ადეკვატური კვების მიწოდების  საშუალებით;

ა.თ) გარემომცველი ჰაერის ტემპერატურის;

ა.ი) ვერტიკალური სიჩქარის მაჩვენებლის.

ბ) ზუსტი ქრონომეტრით, რომელიც უჩვენებს საათებს, წუთებს, წამებს;

გ) დამატებითი აღჭურვილობით, რომელიც შესაძლოა, დადგენილ იყოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

2. 5700კგ-ზე მეტი მასის სხ, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1975 წლის 1 იანვრის შემდეგ, აღჭურვილი უნდა იყოს  ძირითადი ელექტროსისტემისაგან დამოუკიდებელი კვების საავარიო წყაროთი, რომელიც, სულ ცოტა, 30 წთ-ის განმავლობაში უზრუნველყოფს ავიაჰორიზონტის მუშაობას და  განათებას და დამონტაჟებული უნდა იყოს მეთაურის მკაფიო ხილვადობის არეში. ეს წყარო ავტომატურად უნდა ჩაირთოს ძირითადი სისტემის სრული მტყუნებისას და სახელსაწყო დაფაზე უნდა მიეთითოს, რომ ავიაჰორიზონტ(ებ)ი იკვებება საავარიო წყაროდან.

3. პილოტ(ებ)ის მიერ გამოსაყენებელი ხელსაწყოები იმგვარად უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ პილოტი მკაფიოდ ხედავდეს მის ჩვენებებს საკუთარი სამუშაო ადგილიდან, სხეულის ჩვეულებრივი მდგომარეობის შეუცვლელად, როცა ის ფრენის ტრაექტორიის მიმართულებით იყურება